Nissan Motors
ნისანი — იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია; დაარსდა 1933 წელს. ერთ-ერთი პირველი კომპანიაა იაპონიაში, რომელმაც ავტომობილების მასობრივი გამოშვება დაიწყო. იმდროინდელი სახელწოდება DATSUN კომპანიის მფლობელთა გვარების აკრონომია – Den, Aoyama, Takeuchi.
ტიპი | საჯარო კომპანია |
---|---|
დაფუძნდა | 26 დეკემბერი, 1933 |
დამაარსებელი | როკურო აოიამა, მეიტანო ტაკეუჩი, ოსისუკო აიკავა |
სათავო ოფისი | ნიში-კუ, იაკოჰამა, იაპონია |
მმართველი |
კარლოს გონი (პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი) |
პროდუქცია | ავტომობილი, საფინანსო სერვისეგბი, ტექნიკა |
მთლიანი შემოსავალი | ¥8.773 ტრილიონი (იენი) (FY2011) |
სუფთა მოგება | ¥319.22 მილიარდი (FY2011) |
თანამშრომელი | 155 099 ადამიანი (2011) |
შვილობილ(ებ)ი | Nissan Forklift, Nissan Marine, Autech |
1933 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა Nissan Motor Co. „ნისანი“ უშვებდა თვითმფრინავებსა და ტვირთმზიდებს იაპონური არმიისთვის.
1958 წელს პირველი Datsun ჩავიდა აშშ-ში. ეს იყო მძიმე ავტომობილი 48 ცხენის ძალითა და 12000cc ძრავით.
1959 წელს პირველი პიკაპი გაიყიდა ამერიკაში. მომდევნო წლებში „ნისანმა“ სერიოზული რეპუტაცია მოიპოვა როგორც იაპონიაში, ასევე, აშშ-ში.
1960 წელს კალიფორნიაში დაარსდა NMC. ამავე წელს შეიქმნა Datsun-ის პირველი სპორტული მოდელი SPL 210, რომელსაც მოგვიანებით 85-ცხენისძალიანი ძრავა დაუყენეს.
1962 წელს გამოვიდა 3-სიჩქარიანი ავტომობილი Datsun Bluebird, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის მოსახლეობისთვის. ამავე წელს გამოვიდა Patrol ოთხი წამყვანი თვლით, რამაც სერიოზული კვალი დატოვა „ნისანის“ ისტორიაში. ამ მანქანას ჰქონდა 6 ცილინდრი, 145 ცხენის ძალა და 4000cc ძრავა, რომელიც გამოიმუშავებდა საკმარის თორქს „ხეებზე ასასვლელად“, როგორც მაშინდელი შემფასებლები ახასიათებდნენ.
1966 წელს NMEX-მა (NIssan Mexicana) შექმნა თავისი პირველი ავტომობილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Nissan-ის გლობალური გვერდი დაარქივებული 2010-12-07 საიტზე Wayback Machine.
- Nissan-ის ინდოეთის გვერდი
- Nissan-ის გვერდი აშშ- ში
- Nissan კანადა დაარქივებული 2018-11-04 საიტზე Wayback Machine.
- Nissan ავსტრალია
- Nissan Commercial Vehicles – ჩრდილო ამერიკა
- ნისანის ელექტრონული ავტომობილები – Nissan Leaf დაარქივებული 2009-09-15 საიტზე Wayback Machine.