Nebo CCCP

(გადამისამართდა გვერდიდან Nebo SSSR)

Nebo CCCP — რუსულენოვანი ალტერნატიული როკ ჯგუფი, რომელიც 2002 წელს დაარსდა თბილისში.[1] ჯგუფმა პირველი ალბომი Personal Sky ჩაწერა, რომელიც გაყიდვაში არ გამოსულა. 2004 წელს მეორე ალბომი “Nasha Post Lubov” გამოვიდა და გადაიღეს ვიდეო კლიპი სიმღერაზე “Na Krishe” (On the Roof). 2005 წელს ბასისტი ალექს კორვინიძე შეცვალა გიო კორძახიამ და ამავე წელს გამოვიდა ჯგუფის მესამე ალბომი “Samalioti”, ხოლო სიმღერებზე “Takie Kak Mi” (The Ones Like Us) და “Parashuti” ჯგუფმა გადაიღო კლიპები. 2006 წელს ჯგუფმა გამოუშვა რიგით მეოთხე ალბომი “Konec Getto?” და 2009 წელს ალბომი “Pisma” (Letter). 2009 წელს ჯგუფი დაიშალა და კოტე კალანდაძემ, გიორგი კორძაიამ და დიმიტრი ოგესიანმა შექმნეს ინგლისურენოვანი ჯგუფი Lady Heroine.[2]

Nebo CCCP
ბიოგრაფია
წარმოშობა თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
აქტიური 2002-2009
წევრები კოტე კალანდაძე,
ნიკა ბუზალაძე,
გიო კორძახია,
დიმა ოგესიანი
ყოფილი წევრები ალექს კორვინიძე

შემადგენლობა

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • Personal Sky (გაყიდვაში არ გამოსულა)
  • Nasha Post Lubov (Our Post Love) — 2004
  • Samalioti — 2005
  • Konec Getto? EP — 2006
  • Pisma (Letters) — 2009

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nebo_CCCP&oldid=4412518“-დან