Mossack Fonseca & Co — პანამური იურიდიული ფირმა. დაარსდა 1977 წელს იურგენ მოსაკის და რამონ ფონსეკას მიერ, შტაბ-ბინა მდებარეობს პანამაში. კომპანიას აქვს საკუთარი წარმომადგენლობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2016 წლის აპრილში Mossack Fonseca-მ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო Panama Papers-ზე გამოქვეყნებული „ოფშორული სამოთხეების“ და კლიენტების შესახებ ინფორმაციით, როდესაც აურაცხელი რაოდენობის 1970–2015 წლების დოკუმენტი პრესაში გაიჟონა.[1]

Mossack Fonseca
ტიპი კერძო კომპანია
დაფუძნდა 1977
დამაარსებელი იურგენ მოსაკი და რამონ ფონსეკა
სათავო ოფისი პანამა, პანამა
თანამშრომელი 500+
საიტი mossfon.com

ისტორია და მუშაობის დარგი რედაქტირება

ფირმა დაარსდა 1977 წელს გერმანელი ადვოკატის იუნგენ მოსაკის მიერ, 1986 წელს მას შეუერთდა პანამელი ნოველისტი და ადვოკატი რამონ ფონსეკა, ხოლო შემდგომ მათ მიუერთდა შვეიცარიელი ადვოკატი კრისტოფ ზოლინგერი.

Mossack Fonseca-ს მუშაობის დარგია სავაჭრო სამართალი, ტრასტული მომსახურება, საინვესტიციო კონსულტაცია და საერთაშორისო ბიზნეს სტრუქტურები. კომპანია ასევე საქმიანობას ეწევა საზღვა სამართალში და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.


სქოლიო რედაქტირება