მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი (ინგლ. The GSMA Mobile World Congress) — მობილური ტექნოლოგიების მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა და კონფერენციების ერთობლიობა, სადაც კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები წარმოადგენენ მობილურ ოპერატორებს, მოწყობილობის მწარმოებლებს, ტექნოლოგიების პროვაიდერებს და კონტენტის მფლობელებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.[1]

Mobile World Congress
The GSMA Mobile World Congress
სტატუსი აქტიური
სიხშირე წლიური
ადგილმდებარეობა ოსპიტალეტი, ბარსელონა
ლოკაცია Fira Gran Via
ქვეყანა ესპანეთი
დაფუძნდა 1987; 37 წლის წინ (1987)
საიტი GSMA Mobile World Congress

დამატებითი ინფორმაცია

რედაქტირება

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ტარდება ყოველწლიურად, თებერვლის ბოლოს, ხოლო ზოგჯერ მარტის დასაწყისში. ჩატარების ადგილი არის Fira Gran Via, ბარსელონაში. წლიური დამსწრეების რიცხვი აჭარბებს 100,000 ადამიანს.[2]. დამსწრეები წარმოადგენენ მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას.

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი 2018 ჩატარდება ბარსელონაში, 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.

ღონისძიების თარიღები

რედაქტირება

2011 წელს, ბარსელონა, საფრანგეთი არჩეული იქნა როგორც „GSMA მობილური მსოფლიოს დედაქალაქი“.[3]

  • 2018 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდება 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.
  • 2017 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.
  • 2016 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 22-25 თებერვალს.
  • 2015 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 2-5 მარტს.
  • 2014 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 24-27 თებერვალს.
  • 2013 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 25-28 თებერვალს.
  • 2012 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.
  • 2011 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 14-17 თებერვალს.
  • 2010 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 15-18 თებერვალს.
  • 2009 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 16-19 თებერვალს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება