Micro Forté Studios (ადრე Micro Forté) — ავსტრალიური კომპანია, რომელიც დაკავებულია ელექტრონული გასართობების შექმნით. დაარსდა 1985 წელს, ჯონ დე მარგერიტის მიერ. მიზნად ისახავს ვიდეო თამაშების ინდუსტრიის განვითარებას ავსტრალიაში.

Micro Forté Studios
ტიპი კერძო
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 1985, კანბერა, ავსტრალია
დამაარსებელი ჯონ დე მარგერიტი
სათავო ოფისი კანბერა, ავსტრალია
მმართველი
ჯონ დე მარგერიტი
პროდუქცია Fallout Tactics: Brotherhood of Steel, Demon Stalkers, FireKing
თანამშრომელი 40 (2008)
საიტი microforte.com

ყველაზე მეტად ცნობილია ტაქტიკური როლური თამაშის, „Fallout Tactics“-ის შექმნით.

1994 წელს კომპანიამ მიიღო გრანტი ავსტრალიის მთავრობისგან მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშის კვლევისთვის. ამ კვლევის შედეგად შეიქმნა ტექნოლოგია Big world, რომელიც გამოიყენება ბევრ თანამედროვე MMO თამაშებში.[1].

2012 წლის 7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ Micro Forté და ტექნოლოგია "Big World" შეისყიდა კომპანია Wargaming.net-მა.

პრიველი თამაში, რომელიც Micro Forté-მ შექმნა Electronic Arts-ის დაკვეთით იყო „Americas Cup Sailing Simulation“, გამოსული 1986 წელს, Commodore 64-ისთვის. შემდეგი თამაში „Demon Stalkers“ შეიქმნა 1987 წელს, ისევ Electronic Arts-ის დაკვეთით და დადებითად იქნა მიღებული კრიტიკოსებისგან. ამ თამაშის გაგრძელებას წარმოადგენს „Fire King“, რომელიც გამოუშვა Strategic Studies Group-მა 1989 წელს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, კომპანიამ შეწყვიტა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწეობა გარკვეული დროით და დაუბრუნდა მხოლოდ და მხოლოდ 1994 წელს. შედეგად მან შექმნა ორი საბავშვო თამაში „Nordice“ და „Bombs Away“. ასევე Micro Forté-მ შეიმუშავა თამაშები სხვადასხვა საერთაშორისო გამომცემელი კომპანიებისთვის, ესენია: „Enemy Infestation“ (panasonic/ripcord), „HotWheels Bash Arena“ (THQ) „Fallout Tactics: Brotherhood of Steel“ (Interplay Intertainment). აქედან ყველაზე მეტად ცნობილი თამაშია „Fallout Tactics: Brotherhood of Steel“, რომელმაც კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასებები მიიღო.[2].

ამ ეტაპზე, კომპანიის ბოლო თამაში არის MMO ჟანრის თამაში Kwari.

თამაშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. BigWorldTech: List of games. bigworldtech.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2015-12-07.
  2. Fallout Tactics: What the critics said. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2015-12-07.