ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

M1 GarandM1 გარანდი ან M1 შაშხანა — .30-06 კალიბრის (7.62×63მმ) ნახევრადავტომატური შაშხანა, რომელიც იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი საბრძოლო შაშხანა მეორე მსოფლიო ომისა და კორეის ომის დროს. მცირე რაოდენობით ის ასევე გამოიყენებოდა ვიეტნამის ომშიც. ასობით ათასი M1 შაშხანა ასევე გაიგზავნა აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში, როგორც სამხედრო დახმარება. M1 Garand დღემდე გამოიყენება აშშ-ის შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაულის მიერ, სანადირო მიზნებისთვის სამოქალაქო პირთა შორის და კოლექციონერების მიერ.

M1 Garand
ტიპი ნახევრადავტომატური შაშხანა
წარმომავლობის ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1936–1958 აშშ-ის დროშა აშშ
1940-იანებიდან-დღემდე (სხვა ქვეყნებში)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი ჯონ გარანდი
შექმნის თარიღი 1928
წარმოების პერიოდი 1934—1957
მახასიათებლები
წონა 4.31-5.3
სიგრძე 1,100
ლულის სიგრძე 609.6 მმ

ვაზნა 7.62×63 მმ სპრინგფილდი
7.62×51 მმ ნატო
მუშაობის პრინციპი გაზზე მომუშავე, მბრუნავი ჭანჭიკი
სროლის ტემპი 40–50 ვაზნა/წთ
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 853 მ/წმ
დამიზნების მანძილი 457 მ
დატენვის სისტემა 8 ვაზნიანი სავაზნე მჭერი, შიდა მჭიდი
სამიზნეები რკინის სამიზნე
ამერიკელი ქვეითი M1 Garand-ით ხელში, ფორტ ნოქსი, კენტუკი, 1942 წელი.

M1 Garand-ს სახელი დაერქვა მისი კანადელ-ამერიკელი გამომგონებლის ჯონ გარანდის პატივსაცემად. ეს შაშხანა იყო პირველი ნახევრადავტომატური იარაღი აშშ-ის ჯარისთვის. უმეტესი სამხედრო მოხსენებების მიხედვით M1 Garand იყო საიმედო და მოწონება დაიმსახურა ამერიკელი სამხედროების მხრიდან. გენერალმა ჯორჯ ს. პატონმა მას უწოდა „უდიდესი საბრძოლო მოწყობილობა, რომელიც ოდესმე გამოუგონიათ“. 1936 წელს M1 Garand-მა ჩაანაცვლა გრძივმოძრავ საკეტიანი ხელით გადასატენი M1903 Springfield შაშხანა, როგორც აშშ-ის არმიის სტანდარტული იარაღი, ხოლო თავად ის 1958 წელს ჩანაცვლდა M14 შაშხანით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Walter, John (2006). Rifles of the World (3rd ed.). Iola, WI: Krause Publications. p. 143.
  • Fitzsimons, Bernard, ed. (1977). "Garand". The Illustrated Encyclopedia of Twentieth Century Weapons and Warfare. 10. London: Phoebus. p. 1088.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/M1_Garand“-დან