Lemondo — ერთ-ერთი პირველი ქართული მობილური თამაშების და აპლიკაციების დეველოპერი და გამომცემელი კომპანია, რომლის სათავო ოფისი არის თბილისში, საქართველოში.

ტიპი შპს
დაფუძნდა 2010
სათავო ოფისი თბილისი,საქართველო
მმართველი
ლევან კილაძე
(გენერალური დირექტორი)
გიორგი ოთიაშვილი
(პროდუქტების განვითარების დირექტორი)
თანამშრომელი 30
საიტი www.lemondo.com

Lemondo-ს გენერალური დირექტორი არის ლევან კილაძე, ხოლო დამფუძნებლები არიან თავად ლევანი და გიორგი ოთიაშვილი, პროდუქტების განვითარების დირექტორი. კომპანიაში ამჟამად მუშაობს 30 კაციანი გუნდი.

Lemondo მომხმარებლისთვის ცნობილია მრავალი წარმატებული პროდუქტით: Pixel Hunter, Kite Surfer, Rage Wars, Basketball Arcade Machine, Beer Shooter, Icon Skins, Flashlight და ა.შ. Lemondo ყოველწლიურად იზრდება, აუმჯობესებს არსებულ და განაგრძობს ახალი პროდუქტებზე მუშაობას.

ისტორია რედაქტირება

ლევან კილაძემ და გიორგი ოთიაშვილმა 2010 წელს გადაწვიტეს დაეარსებინათ მობილური თამაშების და აპლიკაციების დეველოპერი კომპანია. კომპანია გახდა Apple-ის, Google-ისა და Windows-ის კონტრაქტორი და ამით მოიპოვა უფლება ზემოაღნიშნული კომპანიების აპლიკაციების მაღაზიებში განეთავსებინა თავისი პროდუქტი.[1][2][3][4]

2012 წელს Lemondo-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მიენიჭა „ვირტუალური ზონის პირის სტატუსი“.[5]

2013 წელს Lemondo-მ გამოყო 2 ბიზნეს მიმართულება:

  • Lemondo Entertainment — გააგრძელა გლობალური ბაზრისთვის მობილური თამაშების და აპლიკაციების შემუშავება
  • Lemondo Business — აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კომპანიებთან, რომელთაც სურთ ჰქონდეთ საკუთარი აპლიკაცია.

2013 წელს Lemondo გახდა AmCham Georgia-ს კორპორატიული წევრი.[6]

2013 წელს Lemondo გახდა Erasmus Centre for Entrepreneurship-ის ორგანიზებით ჩატარებული მსოფლიო სტარტაპების კონკურს Get In The Ring-ის ფინალისტი საქართველოდან.[7]

2014 წლის ივლისში, Lemondo გახდა პირველი ქართული კომპანია, რომლის თამაში „Pixel Hunter“ გახდა ხელმისაწვდომი „Steam“-ის მომხმარებლებისთვის.[8]

2014 წლის სექტემბერში Lemondo იყო მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელმაც iOS 8 საოპერაციო სისტემისთვის ქართული კლავიატურის აპლიკაცია შექმნა.[9][10]

2015 წლის მაისში Lemondo-მ და საქართველოს უნივერსიტეტი-მა, პირველი მობილური აპლიკაციების ტრენინგ-ცენტრი დააარსეს.[11][12]

2015 წლის ნოემბერში Lemondo-ს თამაში Pixel Hunter გახდა პირველი ქართული თამაში რომელიც განთავსდა PlayStation Store-ზე.[13]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Lemondo Entertainment on Apple AppStore
  2. Lemondo Business on Apple AppStore
  3. Lemondo Entertainment on Google Play. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-30. ციტირების თარიღი: 2021-09-26.
  4. Lemondo Business on Google Play. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-24. ციტირების თარიღი: 2021-09-26.
  5. Person Of Virtual Zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-29. ციტირების თარიღი: 2014-10-29.
  6. AmCham Corporate Membership
  7. Get in the Ring National Finalists!
  8. Pixel Hunter on Steam
  9. marketer.ge - First Georgian Keyboard App for iOS 8
  10. zeti.ge - First Georgian Keyboard App for iOS 8
  11. zeti.ge - First mobile app development training center in Georgia
  12. University of Georgia - First mobile app development training center in Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-09-03.
  13. Pixel Hunter on PlayStation Store
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lemondo&oldid=4281709“-დან