თხევად-კრისტალური მონიტორი

(გადამისამართდა გვერდიდან LCD-მონიტორი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თხევად-კრისტალური მონიტორი (თკმ) (იგივეა, რაც თხევად-კრისტალური დისპლეი (თკდ), ინგლ. liquid crystal display, LCD, ბრტყელი ინდიკატორი) — ბრტყელი მონიტორი თხევად კრისტალებზე.

თკ-მონიტორი

LCD TFT (ინგლ. thin film transistor — თხელფირიანი ტრანზისტორი) — თხევად-კრისტალური დისპლეის ერთ-ერთი სახელწოდება, რომელშიც თხელფირიანი ტრანზისტორით მართული აქტიური მატრიცა გამოიყენება. TFT გამაძლიერებელი თითოეული სუბ-პიქსელისათვის სწრაფმოქმედების ასამაღლებლად, ასევე დისპლეის გამოსახულების მკაფიოობისა და კონტრასტულობისთვის გამოიყენება.

თკ-მონიტორის დანიშნულება

რედაქტირება

თხევად-კრისტალური მონიტორის დანიშნულება კომპიუტერიდან, TV-მიმღებიდან, ციფრული ფოტოაპარატიდან, ელეტრონული თარჯიმნიდან, კალკულატორიდან და სხვ. გრაფიკული ინფორმაციის გამოსახვაა.

გამოსახულება სხვადასხვა ელემენტის მეშვეობით ყალიბდება, როგორც წესი, გაშლის სისტემით. უბრალო ხელსაწყეობს (ელექტროსაათი, ტელეფონი, ფლეიერი, თერმომეტრი და სხვ) შეიძლება ჰქოდეთ მონოქრომული ან 2-5 ფერიანი დისპლეი. მრავალფერი გამოსახულება ყალიბდება RGB-ტრიადების დახმარებით. დღეისათვის (2008) TN- (ზოგჯერ *VA) მატრიცების სამაგიდო მონიტორებში და ყველა ნოუთბუქში გამოიყენება მატრიცები 18-ბიტიანი ფერის ხარისხით (6 ბიტი თითო არხზე), 24-ბიტიანობა ემულირდება ციმციმითა და დიზერინგით.

თკ-მონიტორის მოწყობილობა

რედაქტირება

თკ-მონიტორის ყოველი პიქსელი შედგება მოლეკულების ფენისგან ორ გამჭვირვალე ელექტროდსა და ორ პოლარიზაციულ ფილტრს შორის, რომელთა პოლარიზაციის სიბრტყეც (როგორც წესი) პერპენდიკულარულია. თხევადი კრისტალების არარსებობისას პირველი ფილტრის მიერ გაშვებულ სინათლეს, მეორე ბლოკავს.