„Kit Kat“ (კიტ კეტი) — შოკოლადის ბატონი. შედგება გარედან შოკოლადით დაფარული და ერთმანეთისგან გამოყოფილი ვაფლის რამდენიმე (ჩვეულებრივად სამი) ფენისგან. ბატონს აქვს ორი, სამი ან ოთხი მართკუთხა სეგმენტი, რომელთაგანაც ნებისმიერი შეიძლება თავისუგლად მოეხსნას დანარჩენ ბატონს. აქვს შიგთავსის რამოფრნიმე ვარიანტი, ჩვეულებრივად შეიცავს რძეს, რძის ან შავ შოკოლადს. შექმნილი იყო 1935 წელს დიდ ბრიტანეთში კომპანია „Rowntree's of York-ის“ მიერ. შოკოლადის იდეა ეკუთვნის კომპანიის ქარხნის ერთ-ერთ მუშას, რომელმაც შეთავაზებების ყუთში ჩააგდო „სამუშაოდ წასაღები შოკოლადის ბატონის“ იდეა. კომპანია რომელიც შემდეგ „Néstle-მ“ იყიდა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით „Kit Kat-ის“ შოკოლადს „Néstle“ აწარმოებს, სხვა კომპანია შოკოლადს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებს.

ისტორია რედაქტირება

სახელწოდება „Kit Kat“ საჭმლისთვის ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გამოიყენებოდა - ასე ეძახდნენ ლონდონში ხორციანი ნამცხვრის სახეობას. 1911 წელს კომპანიამ „Rowntree's of York“ იყიდა სახელწოდება „Kit Cat“ და „Kit Kat-ის“ გამოყენების ლიცენზია. ამ სახელწოდებით იყიდებოდა შოკოლადის ყუთები, მაგრამ შემდგომში კომპანიამ ყურადღება სხვა ბრენდებზე გადაიტანა და მათი წარმოება თანდათან შეწყდა. 1911 წელს კომპანიის ქარხნის ერთ-ერთმა მუშამ შეთავაზებების ყუთში ჩააგდო სამუშაოზე წასაღებად და წასახემსებლად გამოსადეგი შოკოლადის ბატონის იდეა [1] დაარქივებული 2020-04-12 საიტზე Wayback Machine. . 1935 წელს დაიწყო ორნაწილიანი „Kit Kat-ის ხრაშუნა შოკოლადის“ გაყიდვა, შემდგომში „Kit Kat-ის შოკოლადის“ და უბრალოდ „Kit Kat-ის“. მეორე მსოფლიო ომის საკვების დეფიციტის დროს შოკოლადი უფრო მარტივი რეცეპტით, შავი შოკოლადით მზადდებოდა და იყიდებოდა ლურჯ ყუთებში. ომის შემდეგ შოკოლადი დაუბრუნდა წითელ შეფუთვებს და რძიანი შოკოლადის რეცეპტს, თუმცა შავი შოკოლადის „Kit Kat“ დღესაც პოპულარულია.


1950-იან წლებში შოკოლადი გავრცელდა სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში. 1958 წელს გაჩნდა „Kit Kat-ის“ ცნობილი სლოგანი „შესვენების დროა? მიირთვი კიტ კეტი“. [2] დაარქივებული 2020-05-22 საიტზე Wayback Machine. ამ პერიოდში დაიწო ბრენდის გავრცელება ევროპის სხვა ქვეყნებში და შოკოლადის წარმოების ევროპული სტანდარტების მიღება. 1988 წელს „Néstle-მ“ იყიდა „Rowntree's“ და მასთან ერთად „Kit Kat-ის“ შოკოლადის წარმოების უფლება [3]. დაიწყო წარმოება იაპონიაში, ინდოეთში, ჩინეთში, მალაიზიაში. დღეს ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

დიზაინი რედაქტირება

 
ამერიკული ლოგოტიპი.

თავდაპირველად შოკოლადს წითელი შეფუთვა ჰქონდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდის და ომის შემდგომ წლებში შეფუთვა ლურკი გახდა [4], მაგრამ შემდეგ წითელს დაუბრუნდა.


„Kit Kat-ის“ ლოგოტიპი შეიმუშავეს 1937 წელს, თუმცა ზოგ ქვეყანაში თანამედროვე ლოგოტიპი მხოლოდ 2002 წელს გაჩნდა წითელი ფონითა და თეთრი ასოებით. დღეს შოკოლადი იყიდება წითელ შეფუთვაში, ლოგოტიპი კი შეიცავს ბრენდის სახელს წითელი ასოებით თეთრ ფონზე.

შოკოლადის მაღაზია რედაქტირება

ავსტრალიის დედაქალაქში „Kit Kat-ის“ ოფიციალური შოკოლადის მაღაზია არსებობს, სადაც მომხმარებლები ინტერაქტიული მენიუს საშუალებით „Kit Kat-ის“ ინდივიდუალურ შოკოლადს იკვეთავენ სასურველი ინგრედიენტებით. შოკოლადი ადგილზე მზადდება [5]. მსგავსი მაღაზიები არსებობს ასევე ტოკიოსა და ტორონტოში.

წყაროები რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Kit_Kat&oldid=4129730“-დან