Joomla — უფასო და ღია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება ინტერნეტ-სივრცისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ ტიპის საიტის შექმნა (როგორც სოციალური ქსელის, ასევე უბრალო საინფორმაციო პორტალის), შიგთავსის რეგულარული განახლება (სპეციალური სამართავი პანელიდან) და სხვა. სისტემა შექმნილია Joomla-ს გუნდის მიერ.

Joomla

Joomla! 4-ის სამართავი სივრცე
მწარმოებელი Open Source Matters
გამოვიდა 17 აგვისტო 2005
ბოლო გამოშვება 5.2.1 / 7 ნოემბერი 2024[1]
პროგრამირების ენა PHP, ჯავასკრიპტი
ოს Microsoft Windows, იუნიქსისავით
პლატფორმა content management system
ლიცენზია GNU General Public License, version 2.0 or later
საიტი https://www.joomla.org

Joomla პირველად აგებული იქნა 'მამბოს' სამართავი სისტემის მაგალითზე. ის გამოვიდა 2005 წლის 17 აგვისტოს. ამ დროისათვის 'მამბოს' ფლობდა Miro International Pvt Ltd, რომელმაც შექმნა კომერციული სექტორი, რომლის მიზანიც იყო 'მამბოს' დაფინანსება და მისი დაცვა სხვადასხვა სარჩელისგან. სამართავი სისტემის შემქმნელი გუნდი გაიყო, რადგან მასში სუფევდა უთანხმოება ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში. 2005 წლის 16 სექტემბერს გამოჩნდა Joomla, რომელიც აგებული იყო 'მამბოზე', მაგრამ შეიცავდა ბევრ შესწორებას.

Joomla, ისევე როგორც მისი წინამორბედი, კვლავ დარჩა ღია ტიპის კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფად, ისევე როგორც მისი ბევრი დამატებითი მოდული თუ კომპონენტი, თუმცა სხვადასხვა კომპონენტი და მოდული, რომელიც დღეს Joomla-სთვის იქმნება, ფასიანიც არის.

Joomla-ს შესაძლებლობები

რედაქტირება

გაფართოებები

რედაქტირება

ძირითადად, Joomla-ში არსებობს გაფართოებების სამი ტიპი. ესენია:

კომპონენტები (Components

რედაქტირება

კომპონენტი Joomla-ში უფრო ხშირად აღნიშნავს გაფართოების ისეთ ტიპს, რომელიც Joomla-ზე აგებულ საიტს ამატებს ახალ თემატურ განყოფილებას. ძირითადად, ასეთებია: ფოტო და ვიდეო გალერეები, ფორუმები, ჩეტები, წიგნების ბიბლიოთეკის აღრიცხვის სისტემები, ონლაინ მაღაზიები და ა.შ. თუმცა, ხშირად, კომპონენტი Joomla-ში შეიძლება იყოს ფარული, მაგრამ ამავე დროს, ასრულებდეს თავის ფუნქციებს. ასეთია, მაგალითად, კომენტარების სისტემა, რომელიც ავტომატურად უერთდება სტატიების ამა თუ იმ სექციას თუ კატეგორიას. არსებობს ადმინისტრატორის პანელის შიდა კომპონენტები - როგორიც, მაგალითად, არის სტატისტიკა საიტზე შემოსული მომხმარებლების შესახებ.

მოდულები (Modules)

რედაქტირება

მოდული Joomla-ში არ არის იგივე, რაც სხვა სამართავ სისტემებში. Joomla-ში მოდული ნიშნავს საიტის ამა თუ იმ არეშე (გარდა სტატიის სხეულის) განთავსებულ ბლოკს, რომელიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ ფუნქციაზე (და ხშირად დაკავშირებულია ადმინისტრატორის სამართავი პანელის კომპონენტთან). ასეთებია, მაგალითად, სიახლეების მაჩვენებელი, საიტზე საკუთარი მომხმარებლის სახელით შესვლის ფორმის, მუსიკალური ფაილების მოსმენის მოდულები. მოდულების სახით ხშირად წარმოდგენილია სანავიგაციო მენიუების სისტემებიც.

დამატებები (Plugins)

რედაქტირება

დამატებები Joomla-ში აფართოებენ სისტემის მუშაობას. დამატება ამატებს მცირე ან დიდი მნიშვნელობის მქონე ფუნქციებს. განსხვავებით მოდულისგან, დამატება არ განთავსდება საიტის კონკრეტულ ადგილზე. უფრო ხშირად იგი გავლენას ახდენს სტატიებზე. მაგალითად, შესაძლო ხდება სტატიაში განთავსებული სურათის განსაკუთრებული ჩარჩოს ან სხვა ეფექტის თანხლებით ჩვენება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Joomla&oldid=4477253“-დან