ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Jim Beam ბურბონის (სიმინდის ვისკი) ერთ-ერთი პოპულარულია ბრენდია. იგი კენტაკის შტატში, ქალაქ კლერმონტში იწარმოება, კომპანია Beam Suntory-ს მიერ. მსოფლიოს მასშტაბით, Jim Beam ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბურბონის ბრენდია.[1] ბრენდს სახელი 1943 წელს დაერქვა.[2] 1795 წლიდან Beam-ების ოჯახის 7 თაობა აქტიურად იღებდა ვისკის წარმოებაში მონაწილეობას. ალკოჰოლის აკრძალვის შემდეგ, James B. Beam-მა აღადგინა ბურბონის ბიზნესი. სახელი სასმელს მის პატივსაცემად დაერქვა. 2014 წელს კომპანია "სანტორი ჰოლდინგსმა" (Suntory Holdings) შეისყიდა.

ჯიმ ბიმი თეთრ შეფუთვაში

მე-18 საუკუნის ბოლოს, Böhm-ების ოჯახმა გერმანია დატოვა და აშშ-ში, კენტაკის შტატში დასახლდა. მათ გერმანული გვარის დამწერლობა "Beam"-ით შეცვალეს.

ჯეიკობ ბიმი იყო პირველი ფერმერი, რომელმაც ვისკის ბურბონის ხერხით დამზადება დაიწყო. პირველად მან მე-18 საუკუნის ბოლო ათწლეულში გაყიდა სიმინდის ვისკი.[3]

ოჯახის ტრადიცია მისმა ვაჟიშვილმა დეივიდ ბიმმაც განაგრძო 18 წლის ასაკში. 1820 წელს მან ბიზნესის მართვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამ პერიოდში ამერიკაში ინდუსტრიალიზაციის ხანა იდგა. 1880 წლამდე, მომხმარებლებს თვითონ მიჰქონდათ ჭურჭელი ბურბონის წამოსაღებად. 1880 წლის შემდეგ კომპანიამ თავად დაიწყო პროდუქტის ბოთლებში ჩასხმა და მთლიანი ქვეყნის მასშტაბით გაყიდვა. ამ დროს ვისკის სახელი "Old Tub" (ოლდ თაბი) გახლდათ.

ამის შემდეგ, ოჯახურ ბიზნესს ჯეიმზ ბიმი უძღვებოდა. იგი ხელმძღვანელობდა ბიზნესს აშშ-ში ოფიციალურად ალკოჰოლის აკრძალვამდე და ბანის მოხსნის შემდეგაც. 1933–1934 წლებში მან ახლიდან ააშენა დისტილაციური ქარხანა. 1943 წელს კი ვისკის სახელი "Old Tub" (ოლდ თაბი) შეიცვალა და სასმელს Jim Beam (ჯიმ ბიმი) დაერქვა.

2019 წლის 3 ივლისს, ვისკის საწყობს ცეცხლი წაეკიდა, რამაც დიდი ზარალი გამოიწვია. განადგურდა 9 მილიონი ლიტრი ბურბონი.[4] ხანძრის შედეგად ბურბონი მდინარეში ჩაიღვარა. კომპანიის ზარალი დაახლოებით 45 მილიონ აშშ დოლარს წარმოადგენდა.[5]

პროდუქტები

რედაქტირება
 
ჯიმ ბიმი შავი შეფუთვით

ჯიმ ბიმ ორიჯინალი (Jim Beam Original) შეფუთვა: თეთრი ეტიკეტი - ბურბონი 4 წლიანი დაძველებით, შეიცავს 40% ალკოჰოლს

ჯიმ ბიმ ბლექი (Jim Beam Black) შეფუთვა: შავი ეტიკეტი - 8 წლიანი დაძველებით. შეიცავს 43% ალკოჰოლს

ჯიმ ბიმ დაბლ ოუკ (Jim Beam Double Oak) შეფუთვა: მუქი ლურჯი ეტიკეტი - დაძველებულია ორ სხვადასხვა კასრში

ჯიმ ბიმ დევილს ქათ (Jim Beam Devil's Cut) - 6 წლიანი დაძველებით, შეიცავს 45% ალკოჰოლს [6]

ჯიმ ბიმ ბონდიდ (Jim Beam Bonded) შეფუთვა: ოქროსფერი ეტიკეტი - 4 წლიანი დაძველებით, შეიცავს 50% ალკოჰოლს

ვაშლის ჯიმ ბიმი - სასმელს ემატება ვაშლის ლიქიორი, 35% ალკოჰოლის შემადგენლობა

თაფლის ჯიმ ბიმი - თაფლის ლიქიორთან შერეული ბურბონი, 32,5% ალკოჰოლის შემადგენლობა[7]

ჯიმ ბიმ კენტაკის ცეცხლი (Jim Beam Kentucky Fire) - დამატებულია დარიჩინის ლიქიორი, 35% ალკოჰოლის შემადგენლობა [8]

  1. https://web.archive.org/web/20060501085333/http://www.beveragenet.net/cheers/1998/0998/998burbn.asp
  2. https://web.archive.org/web/20160401211249/http://www.jimbeam.com/en-us/make-history/beams-history
  3. https://web.archive.org/web/20170707133045/http://www.beamsuntory.com/about/history
  4. https://edition.cnn.com/2019/07/03/us/jim-beam-warehouse-fire-kentucky-trnd/index.html
  5. https://www.bourbonblog.com/blog/2019/07/06/bourbon-fire-environmental-impact-and-real-cost-to-beam-suntory-and-consumers/
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-07. ციტირების თარიღი: 2020-09-30.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-07. ციტირების თარიღი: 2020-09-30.
  8. https://web.archive.org/web/20140811073345/https://www.jimbeam.com/kentucky-fire
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Jim_Beam“-დან