JETIX (ჯეტიქსი) — საბავშვო ტელევიზია, რომელიც Fox-Kids-ის მიერ შეიქმნა. ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო Cartoon Network-ისა და Nickelodeon-ის კონკურენციას, რის გამოც ჩამოყალიბდა ჯეტიქსი, რომლის 74 %-ს Walt Disney Company ფლობდა. ტელეკომპანია მაუწყებლობდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრალია და სხვა. საბოლოოდ, 2010 წლის 10 აგვისტოს ჯეტიქსი Disney Channel-მა ჩაანაცვლა.

ჯეტიქსის ლოგო

მას შემდეგ, რაც ტელეარხი დისნეი ჩენელმა ჩაანაცვლა რეიტინგები შესამჩნევად გაიზარდა. თავდაპირველად დისნეი იმ გადაცემების მაუწყებლობას აგრძელებდა რომლებიც მაყურებელმა ჯეტიქსის ეთერში გაიცნო, შემდეგ კი საკუთარი შოუებით ნელ-ნელა სრულიად ჩაანაცვლა ძველი გადაცემები. დისნეი ჩენელის ჰიტებია: ჰანა მონტანა, ზაკი და კოდი, ძმები ჯონასები და მიეცით სონის შანსი.

ჯეტიქსის მაუწყებლობის გაჩერების შემდეგ, ზოგი ერთი გადაცემა სხვა საბავშვო ტელეარხებმა შეიძინეს და მაუწყებლობა გააგრძელეს, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ნიკელოდეონის მიერ სერიალი "ტოტალი სპაისი"ს გაგრძელება.

საქართველოში Digi TV- ს აქვს პროექტი სახელწოდებით "JETIX, JETIX PLAY და Fox KIDS. " პროექტი შედგებოდა სამი არხიდან (ზემოთ) და მათი გადაცემა IPTV (ინტერნეტ პროტოკოლის ტელევიზია). ასე რომ, ისინი არ არიან გადამდები საკაბელო. სააბონენტო გადასახადი შეადგენს 20 დოლარს 12 თვის განმავლობაში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Jetix&oldid=3661592“-დან