ჯავა პროგრამირების ენის სინტაქსი

(გადამისამართდა გვერდიდან Java პროგრამირების ენის სინტაქსი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Java პროგრამირების ენის სინტაქსი მნიშვნელოვნად წააგავს C++ სინტაქს. თუმცა Java აგებულია როგორც ექსკლუზიურად ობიექტურად ორიენტირებული ენა.

ჯავას ენის ნაწყვეტი

ძირითადი წყარო Java პროგრამირების ენის აგებულების შესახებ არის Java პროგრამირების ენის სპეციფიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით[1].

მომავალი და დამუშავებაში მყოფი დეტალების შესახენ ინფორმაცია შეიძლება მოძიებულ იქნას The Java Community Process (Java საჯარო პროცესი) ვებ-გვერდიდან[2].

ლექსიკური აგებულება

რედაქტირება

პროგრამა Java-ზე იწერება Unicode-ის სიმბოლოებით. Unicode-ის განვითარების შესაბამისად Java-ში მხარდაჭერილი Unicode-ის ვერსიაც იცვლებოდა[3].

გარდა პირდაპირი შეყვანისა, ნებისმიერი Unicode სიმბოლოს ჩასაწერად, Java-ში გამოიყენება შემდეგი აგებულება \uxxxx (UnicodeEscape), სადაც xxxx აღნიშნავს შესაბამისი სიმბოლოს Unicode კოდს თექვსმეტობით აღრიცხვის სისტემაში. ასე, მაგალითად, ქართული ასო ანი Java-ზე ჩაიწერება როგორც \u10D0[4].

კომენტარები

რედაქტირება

Java-ში გამოიყენება ორი სახის კომენტარი.

// კომენტარი რომელიც ორი დახრილი ხაზით იწყება. ეს კომენტარი ხაზის ბოლომდეა მოქმედი.

/*
კომენტარი, რომელიც იწყება დახრილი ხაზის და ვარსკლავის სიმბოლოთი,
და ბოლოვდება ვარსკლავის და დახრილი ხაზით სიმბოლოთი.
ეს კომენტარი შეიძლება რამდენიმე ხაზს მოიცავდეს.
*/

საკვანძო სიტყვა

რედაქტირება

საკვანძო სიტყვა განისაზღვრება როგორც ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან.

საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი
abstract assert boolean break byte case catch catch class const
continue default do double else enum extends final finally float
for if goto implements import instanceof int interface long native
new package private protected public return short static strictfp super
switch synchronized this throw throws transient try void volatile while

იდენტიფიკატორი

რედაქტირება

იდენტიფიკატორი განისაზღვრება როგორც ნებისმიერი სიგრძის Unicode სიმბოლოების მიმდევრობა (გარდა თეთრი სივრცის სიმბოლოსი[5]), რომელიც იწყება Java ასოთი და შემდეგ გრძელდება Java ასოთი ან Java ციფრით. Java ასო განისაზღვრება როგორც Character.isJavaIdentifierStart(int).....

წყაროები

რედაქტირება