JFK — რეჟისორ ოლივერ სტოუნის მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის ალტერნატიულ გამოძიებას, რომელიც ნიუ-ორლეანის ოლქის პროკურორმა, ჯიმ გერისონმა აწარმოა. სტოუნის აზრით კენედის მკვლელობის გამოძიების ოფიციალური ვერსია საშინელი ტყუილი იყო და ის საკუთარ ფილმს სიმართლის ძიების დასაწყისად მიიჩნევდა.[1]

„JFK“
დამდგმელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი
პროდიუსერი არნონ მილჩენი, ოლივერ სტოუნი
სცენარის ავტორი ოლივერ სტოუნი, ზაქარი სკლერი
ნაწარმოები „მკვლელობის პროცესზე“
ჯიმ გერისონი
ტექსტს კითხულობს მარტინ შინი
როლებში კევინ კოსტნერი
ტომი ლი ჯონსი
მუსიკა ჯონ უილიამსი
ოპერატორი რობერტ რიჩარდსონი
მონტაჟი ჯონ ჰაჩინგი, პიეტრო სკალია
მხატვარი ვიქტორ კემპსტერი, დერეკ ჰილი, ალან ტომკინსი
სტუდია Le Studio Canal+
Regency Enterprises
Alcor Films
Ixtlan Corporation
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი 20 დეკემბერი, 1991
ხანგრძლივობა 189 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 40 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 205,4 მლნ აშშ დოლარი
შემდეგი ნიქსონი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1963 წელს ჯონ კენედის მკვლელობა ამერიკისთვის შოკისმომგვრელი იყო. პოლიცია აკავებს ეჭვმიტანილ ლი ჰარვი ოსვალდს, რომელსაც მალევე კლავენ. ნიუ-ორლეანის საოლქო პროკურორი ჯომ გერისონი უორენის კომისიის დასკვნით ინტერესდება და საქმეში ბევრ შეუსაბამობასა და შეცდომას პოულობს. თორმეტი მთავარი მოწმის სიკვდილი გერისონს უბიძგებს, დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს. მისი მიზანია, გაიგოს, რატომ და ვინ მოკლა კენედი. გერისონი მიდის დასკვნამდე, რომლის მიხედვითაც მკვლელობა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, პენტაგონისა და სხვა გავლენიანი უწყებების შეთქმულების შედეგი იყო.

ჯილდოები

რედაქტირება

ოსკარი

ოქროს გლობუსი

BAFTA

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Reeves, Phil (1992-01-20). „Top award for Kennedy film“. The Independent. p. 12.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=JFK&oldid=4649596“-დან