In-N-Out Burger
In-N-Out Burger ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელსაც კალიფორნიაში და რამდენიმე დასავლეთ შტატში შეხვდებით. [1] ეს შტატებია: არიზონა, ნევადა, იუტა, ორეგონი, ტექსასი, კოლორადო. რესტორნების ქსელი კალიფორნიაში 1948 წელს დაარსდა. დამაარსებლები ბიზნესმენი ცოლ-ქმარი გახლავთ, ჰარი და ესტერ სნაიდერები. მისი სათაო ოფისი კალიფორნიაში, კერძოდ ირვინშია, ლოს ანჯელესის მახლობლად. In-N-Out Burger-ის ამჟამინდელი მფლობელი კი დამაარსებელი ცოლ-ქმარის ერთადერთი შვილიშვილი ლინსი სნაიდერია.
რესტორანი მომხმარებლების დიდ სიყვარულსა და ნდობას იმსახირებს. ერთ-ერთი ამის მიზეზი ისაა, რომ ცნობილია, In-N-Out Burger-სთვის პრიორიტეტულია საკუთარი თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა. მაგალითად, იგი ერთ-ერთი ისეთი სწრაფი კვების ობიექტია, რომლის თანამშრომლებსაც მინიმალური ხელფასზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. (მათი ხელფასი იწყება 14 ამერიკული დოლარიდან საათში).[2] რესტორნების ეს ქსელი მრავალი გამოკითხვის შედეგად, დასახელებულია ტოპ სწრაფი კვების ობიექტების სიაში.[3][4]
მენიუ
რედაქტირებაIn-N-Out Burger-ის ძირითადი მენიუ შედგება სამი ტიპის ბურგერისგან: ჰამბურგერი, ჩიზბურგერი და 2x2 (ბურგერი, რომელიც შეიცავს ორ ნაჭერ ხორცსა და ორ ნაჭერ ყველს). ჰამბურგერის შემადგენლობაში შედის: ხორცი, სალათის ფურცელი, პომიდორი, In-N-Out Burger-ის სოუსი "სპრედი". შეკვეთისას მომხმარებელის სურვილის მიხედვით ბურგერს შეიძლება ჰქონდეს ხახვი ან არა. ასევე ხახვი შეიძლება იყოს შემწვარი სურვილისამებრ.
ამ სტანდარტული ბურგერების გარდა, რესტორანში შეგიძლიათ შეუკვეთოთ 3x3 და 4x4 ბურგერები, რომელთა შემადგენლობა იქნება შესაბამისად 3 ხორცისა და ყველის ნაჭერი ან 4 ხორცისა და ყველის ნაჭერი ერთ ბურგერში. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ბურგერი, რომელსაც იგივე შემადგენლობა აქვს, როგორიც სტანდარტულ ბურგერს, თუმცა პურის ნაცვლად იგი სალათის ფურცელში დევს.
2005 წლამდე, შესაძლებელი იყო ბურგერის შეკვეთა ნებისმიერი რაოდენობის ხორცითა და ყველით. თუმცა, ერთი შემთხვევის შემდეგ, როცა მომხმარებელმა მოითხოვა 100x100 ბურგერი,[5] რესტორანმა შეცვალა წესები და 4x4 გახდა მაქსიმუმი, რისი შეკვეთაც შესაძლებელია დღესდღეობით.
დიზაინი
რედაქტირებაIn-N-Out Burger-ის სამი მთავარი დამახასიათებელი ფერია თეთრი წითელი და ყვითელი. რესტორნის კედლები თეთრია, ისევე როგორც თანამშრომელთა უნიფორმა. წითელია შენობის სახურავი და თანამშრომელთა ქუდები. ყვითელი კი ლოგოზე არსებული ზიგ-ზაგია. აღსანიშნავია, რომ In-N-Out Burger იყო პირველი რესტორნების ქსელი, სადაც შესაძლებელი გახდა მანქანიდან შეკვეთა და მიღებული შეკვეთის წაღება. [6]
პოპულარობა
რედაქტირებარესტორანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ახალი ფილიალის გახსნას ყოველთვის დიდი აღნიშვნა მოჰყვება. მაგალითად, როდესაც იგი არიზონაში გაიხსნა, იმდენად ბევრი ხალხი მივიდა, რომ მათ შეკვეთის ლოდინი 4 საათის განმავლობაში მოუწიათ, ტელევიზიის თანამშრომლები კი ვერტმფრენებიდან ცდილობდნენ სიტუაციის გაშუქებას. ხალხი In-N-Out Burger-ს უკონკურენტოდ მიიჩნევს, რის გამოც ზოგიერთის აზრით ამ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სწრაფი კვების ობიექტი არ უნდა იყოს.
მისი მოყვარულები არიან ცნობილი სახეებიც, მაგალითად, გორდონ რამზი, ბრიტანელი მზარეული და ცნობილი სახე. იგი სახელგანთქმულია თავისი კრიტიკულობითა და პირდაპირობით. გორდონ რამზი აღნიშნავს, რომ In-N-Out Burger-ის ბურგერები მისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.bloomberg.com/news/articles/2013-02-04/youngest-american-woman-billionaire-found-with-in-n-out
- ↑ https://www.in-n-out.com/employment/restaurant/home
- ↑ https://www.wsj.com/articles/BL-ISB-659
- ↑ https://web.archive.org/web/20101207174530/http://www.zagat.com/About/Index.aspx?menu=PR148
- ↑ http://www.supersizedmeals.com/food/article.php/20060125050438458
- ↑ https://books.google.ge/books?id=qNVP2L6iKi0C&lpg=SL3-PA36&pg=SL3-PA36&redir_esc=y#v=onepage&q&f=true
- ↑ https://www.dailyrecord.co.uk/?service=responsive