I Don't Want to Set the World on Fire“ — 1941 წელს გამოსული სიმღერა, დაწერილი ბენი ბენჯამინის, ედი დურჰემის, სოლ მარკუსის და ედი სეილერის მიერ.

სიმღერა დაიწერა 1938 წელს,[1] მაგრამ ჩაწერილი იქნა სამი წლის შემდეგ, ჰარლან ლეონარდის და His Rockets-ის მიერ.[2] მას შემდეგ შეიქმნა მისი რამდენიმე ქავერი. ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ჰორეს ჰაიდტის ვერსია, გამოცემული ლეიბლზე Columbia Records, რომელმაც პირველ ადგილს მიაღწია პოპ-ჩარტში, ხოლო The Ink Spots-ის ვერსიამ მე-4 ადგილი დაიკავა. სხვა ადრეული ქავერები შეასრულეს ტომ ტაკერმა, მიტჩელ აირესმა და ვერა ლინმა. სიმღერამ განსაკუთრებულ პოპულარობას მიაღწია პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ 1941 წლის დეკემბერში.

მოგვიანებით შეიქმნა სხვა ვერსიები ბეტი კარტერის, ფრენკი ლაინის, ენტონი ნიულის და სიუზი ბოგუსი-ის მიერ.[2]

მასობრივ კულტურაში რედაქტირება

„I Don't Want to Set the World on Fire“ იკავებს გამორჩეულ ადგილს Bethesda Softworks-ის ვიდეო თამაშების სერიაში „Fallout“, განსაკუთრებით „Fallout 3“ -სა და „Fallout 4“-ში.

სქოლიო რედაქტირება