iPad 2
iPad 2 — iPad-ის მეორე თაობა, პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც არის პროექტირებული, განვითარებული და ბაზარზე გატანილი Apple Inc.-ის მიერ. იგი, უპირველეს ყოვლისა არის აუდიო/ვიდეოების, ახალი ამბების, ფილმების, მუსიკის, თამაშების, პრეზენტაციისა და წიგნების პლადფორმა და ხელმისაწვდომია შავი თუ თეთრი დიზაინით. iPad 2-ს აქვს Lithium-Ion-ის პოლიმერული ბატარეა, რომლითაც შესაძლებელია მოწყობილობით 10 საათის განმავლობაში. მას აგრეთვე აქვს Dual core Apple A5-ის პროცესორი, ფრონტალური VGA და 720 პიქსელიანი ეკრანი. უკანა კამერები განკუთვნილია FaceTime ვიდეო გზავნილებისთვის.
შემქმნელი | Apple Inc. |
---|---|
მწარმოებელი | Foxconn |
ტიპი | პლანშეტური კომპიუტერი |
გამოშვების თარიღი | 11 მარტი - 27 მაისი 2011 |
ოპერაციული სისტემა |
ორიგინალური: iOS 4.3 მიმდინარე: iOS 9.0 |
კვება | შიდა, არ იხსნება, Lithium-Ion-ის პოლიმერული ბატარეა |
პროცესორი | 1 GHz dual-core ARM Cortex-A9 |
მეხსიერება | 512 MB DDR2 (1066 მბ/წ RAM)[1] |
მეხსიერების საცავი |
16 გბ (32 გბ და 64 GB აღარ არის ხელმისაწვდომი) (ფლეშ-მეხსიერება)[2] |
მონიტორი | 250 მმ, 4:3 |
წინა | iPad (პირველი თაობა) |
შემდეგი | iPad (მესამე თაობა) |
დაკავშირებული სტატიები | iPad, iPhone, iPod touch (შედარება) |
საიტი | www.apple.com/ipad/ საიტზე Wayback Machine (არქივირებულია ივლისი 19, 2011) |
მისაწვდომი მოწყობილობები: iPad 16 GB, iPad 32GB, iPad 64GB და კავშირის ორი ვარიანტი, Wi-Fi და Wi-Fi + ფიჭური. Apple iPad 2-ს 3 წელი უზრუნველყოფდა მხარდაჭერით და დღესაც უზრუნველყოფს iOS 8-ით.
Apple-მა iPad 2 2011 წლის 2 მარტს გამოუშვა, ხოლო ორიგინალური iPad-ის წარმოება შეწყდა მას შემდეგ, რაც დამთავრდა iPad 2-ის პრეზენტაცია. მოწყობილობის გაყიდვა დაიწყო 11 მარტს ონლაინ და რეალურ მაღაზიებში, აშშ-ში.
Apple-ის გამოგონება გამოქვეყნდა 2 მარტს, 2011, დაიწყო გაყიდვა საიტით და საცალო მაღაზიებში წლის 11 მარტს, 25 სხვა ქვეყანაში იგი 26 მარტს გამოვიდა, მათ შორის დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და კანადაში. Apple-მ განაცხადა, რომ iPad 2-ს გამოუშვებდა ჰონკონგში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში, 2011 წლის 29 აპრილს. მოწყობილობამ დადებითი შეფასებები მიიღო. Apple-მა პირველ თვეში 2.4-2.6 მლნ. მოწყობილობა გაყიდა, აგრეთვე იგი წარმატებით იყიდებოდა 2011 წლის მესამე კვარტალში (11120000 ერთეული)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: IPad 2
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Siegler, MG. TechCrunch Review – The iPad 2: Yeah, You’re Gonna Want One. TechCrunch. AOL. ციტირების თარიღი: March 10, 2011.
- ↑ Technical specifications and accessories for iPad 2. Apple (January 27, 2010). ციტირების თარიღი: June 30, 2012.