გედუნ გიაცო (ტიბ. དགེ་འདུན་རྒྱ་མཚོ།; დ. 1475 — გ. 1542) — რიგით მეორე დალაი ლამა 1492-1542 წლებში.

გედუნ გიაცოupright=300პქ
დალაი ლამა
1492-1542
წინამორბედი: გედუნ დრუპა
მემკვიდრე: სონამ გიაცო
 
დაბადება: 1475
ტიბეტი
გარდაცვალება: 1542 (66-67 წლის)
ტიბეტი
მამა: კუნგა გიალცო
დედა: მაჩიკ კუნგა პემო

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგი დაიბადა 1475 წელს ტიბეტის ქალაქ შიგაცში. იგი იყო ნინგმას ტანტრების ოსტატი კუნგა გიალცოსა და მისი მეუღლის, მაჩინ კუნგა პემოს ვაჟი. მშობლებმა მას სანგიე ფელი დაარქვეს.

ბუდისტური რწმენის მიხედვით, დალაი ლამას სულის ხაზი არ წყდება და პირველი დალაი ლამას სული სახლდება სხვადასხვა ადამიანში, რომელსაც ირჩევენ შემდეგ დალაი ლამად. ლეგენდის თანახმად სანგიემ თავის მშობლებს განუცხადა, რომ მისი ნამდვილი სახელი გენდუნ დრუპია (პირველი დალაილამას სახელი). ოთხი წლის ასაკში მან უკვე განუცხადა მშობლებს, რომ ტაშილჰუნპოს მონასტერში ცხოვრება სურდა (რომელიც 1447 წელს დააარსა გენდუნ დრუპიმ).

მონასტერში ბუდისტმა ბერებმა იგი გენდუნ დრუპის რეინკარნაციად გამოაცხადეს და დალაი ლამას წოდება მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ლეგენდის თანახმად იგი ამ დროს ოთხი წლის იყო, ზოგის მიხედვით კი რვის.

ათი წლის ასაკში, 1486 წელს იგი ბერად აღიკვეცა და გედუნ გიაცო ეწოდა. თერთმეტი წლის ასაკში იგი უკვე გახდა ტაშილჰუნპოს მონასტრის პირველი აბატი.

იგი აქ 16-17 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც ბერების „ცუდი დამოკიდებულებისა და ეჭვიანობის“ გამო იძულებული გახდა მონასტერი დაეტოვებინა და ლჰასაში გადასულიყო, რომელიც ბოლომდე დარჩა დალაი ლამათა მთავარ რეზიდენციად.

ლჰასაში ჩასულ გედუნ გიაცოს ბერები დიდი პატივით დახვდნენ და მასში დალაი ლამა შეიცნეს, რომელმაც მაშინვე განუცხადა, რომ თავისი წოდების დაბრუნებას ელოდებოდა.

ლეგენტის თანახმად, პირველ დალაი ლამას, გენდუნ დრუპს საიდუმლო ტბის სული გამოეცხადა და უთხრა, რომ იგი დაიცავდა მისი სულის რეინკარნაციის ხაზს, რის გამოც, ახალი დალაი ლამას არჩევისას ბერები ყოველთვის მიდიოდნენ ამ ტბასთან და მედიტირებდნენ, რა დროსაც ხილვების საშუალებით ხვდებოდნენ, თუ ვის სხეულში ჩასახლდა განსვენებული დალაი ლამას სული. გედუნ გიაცო იყო პირველი, ვინც ამგვარი წესით აირჩიეს და 1492 წელს ოფიციალურად გამოაცხადეს დალაი ლამად.

1509 წელს იგი სამხრეთ ტიბეტში გაემგზავრა და ჩოკორგიელის მონასტერი დააარსა, რომელიც ზღვის მეტდიდან 4,500 მეტრზე მდებარეობს. 1517 წელს იგი ამ მონასტრის პირველი აბატიც გახდა და შეასრულა დიდი ლოცვების წესი. 1518 წელს მან კიდევ ორი დიდი მონასტერი — განდანტი და გელუკი დააარსა. 1525 წელს გახდა სერას მონასტრის პირველი აბატი.

გენდუნ გიაცო გარდაიცვალა 1542 წელს, 66-67 წლის ასაკში, წინამორბედის მსგავსად ღრმა მედიტაციისას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Essence of Refined Gold by the Third Dalai Lama: with related texts by the Second and Seventh Dalai Lamas. (1978) Translated by Glenn H. Mullin. Tushita
  • Books, Dharamsala, H.P., India.
  • Mullin, Glenn H. (2001). The Fourteen Dalai Lamas: A Sacred Legacy of Reincarnation, pp. 86–129. Clear Light Publishers. Santa Fe, New Mexico. ISBN 1-57416-092-3.
  • Mullin, Glenn H. (2005). Second Dalai Lama His Life and Teachings, Snow Lion Publications, ISBN 1-55939-233-9, EAN 9781559392334
  • 2nd Dalai Lama. Tantric Yogas of Sister Niguma, Snow Lion Publications, 1st ed. U. edition (May 1985), ISBN 0-937938-28-9 (10), ISBN 978-0-937938-28-7 (13)
  • Stein, R. A. (1972). Tibetan Civilization, pp. 171–172. Stanford University Press, Stanford California. ISBN 0-8047-0806-1 (cloth); ISBN 0-8047-0901-7 (paper).
  • Laird, Thomas (2006). The Story of Tibet: Conversations with the Dalai Lama, pp. 139, 264–265. Grove Press, N.Y. ISBN 978-0-8021-4327-3.
  • Laird, Thomas (2006). The Story of Tibet: Conversations with the Dalai Lama, p. 139. Grove Press, N.Y. ISBN 978-0-8021-4327-3.
  • Mayhew, Bradley and Kohn, Michael. (2005) Tibet. 6th Edition, pp. 158–159. ISBN 1-74059-523-8.
  • Stein, R. A. (1972). Tibetan Civilization, p. 84. Stanford University Press, Stanford California. ISBN 0-8047-0806-1 (cloth); ISBN 0-8047-0901-7 (paper).
  • The Dalai Lamas of Tibet, pp. 82–83. Thubten Samphel and Tendar. Roli & Janssen, New Delhi. (2004). ISBN 81-7436-085-9
  • "tbrc.org: dge 'dun rgya mtsho". Archived from the original on 2009-07-06. Retrieved 2008-11-04.
  • The Dalai Lamas of Tibet, pp. 82–83. Thubten Samphel and Tendar. Roli & Janssen, New Delhi. (2004). ISBN 81-7436-085-9.