Hunter × Hunter“ (იაპონ. ハンター×ハンター Hantā Hantā?, შემოკლება: HxH) — იაპონური მანგას სერია, რომლის სცენარის ავტორი და მხატვარია იოსიჰირო ტოგასი. იგი გამოიცემა Weekly Shōnen Jump-ში 1998 წლის 3 მარტიდან, თუმცა 2006 წლიდან გამოშვება დროდადრო წყდება. 2017 წლის ივნისისთვის 37 ტომის სახით Shueisha-ს მიერ გამოიცა „Hunter × Hunter“-ის 360 თავი.

Hunter × Hunter

Hunter × Hunter-ის პირველი გამოცემის გარეკანი, Shueisha, 4 ივნისი, 1998
ハンター×ハンター
(Hantā Hantā)
ჟანრი სათავგადასავლო, ფენტეზი[1]
მანგა
ავტორი იოსიჰირო ტოგასი
გამომცემელი Shueisha
გამომცემელი ინგლისურად
დემოგრაფია სიოენი
იმპრინტი Jump Comics
ჟურნალი Weekly Shōnen Jump
ჟურნალი (ინგლისურად)
გამოიცა 3 მარტი, 1998
ტომები 37 (ტომების სია)
ანიმე ფილმი
Hunter × Hunter - Jump Super Anime Tour 98
რეჟისორი ნორიუკი აბე
სტუდია Studio Pierrot
გამოსვლის თარიღი 26 ივლისი, 1998 – დღემდე
ხანგრძლივობა 26 წთ.
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი კაძუჰირო ფურუჰასი
სცენარი ნობუაკი კისიმა
მუსიკა ტოსიჰიკო საჰასი
სტუდია Nippon Animation
ლიცენზიატი
ორიგინალური არხი Fuji TV
ინგლისურად ჩვენება
ორიგინალური ეთერი 16 ოქტომბერი, 1999 31 მარტი, 2001
ეპიზოდები 62 (ეპიზოდები)
ორიგინალური ვიდეო ანიმაცია
Hunter × Hunter-ის ოვა
რეჟისორი სატოსი საგა (1–8)
იუკიჰირო მაცუსიტა (9–16)
ტაკესი ჰიროტა (17–30)
სცენარი ნობუაკი კისიმა
მუსიკა ტოსიჰიკო საჰასი
სტუდია Nippon Animation
გამოსვლის თარიღი 17 იანვარი, 2002 18 აგვისტო, 2004
ეპიზოდები 30 (ეპიზოდები)
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი ჰიროსი კოძინა
სცენარი აცუსი მაეკავა
ცუტომუ კამისირო
მუსიკა იოსიჰისა ჰირანო
სტუდია Madhouse
ლიცენზიატი
ორიგინალური არხი NTV (და NNS-ის სხვა არხები)
ინგლისურად ჩვენება
ორიგინალური ეთერი 2 ოქტომბერი, 2011 24 სექტემბერი, 2014
ეპიზოდები 148 (ეპიზოდები)
დაკავშირებული მედია

სერიის მთავარი პერსონაჟი გონ ფრიკსია, რომელიც შეიტყობს, რომ მამამისი, რომელიც დაღუპული ეგონა, სინამდვილეში ცოცხალია და ფლობს მონადირის პროფესიას. მონადირეები ამ სამყაროში ეძებენ იშვიათ არსებებს, განძს, იკვლევენ მანამდე უცნობ ადგილებს ან იჭერენ საშიშ დამნაშავეებს. მამის პოვნის მიზნით გონი გადაწყვიტავს, თავადაც მონადირე გახდეს. მოგზაურობებისას იგი ახალ მეგობრებს შეიძენს და მრავალ მტერს ხვდება.

1999 წელს Hunter × Hunter Nippon Animation-ის მიერ ადაპტირებული იქნა 62 ეპიზოდიან ანიმე-ტელესეირალად. იგი 2001 წლამდე Fuji TV-ზე გამოდიოდა. 2002–2004 წელს გამოვიდა 30 ეპიზოდისგან შემდგარი სამი ცალკე ოვა – 1999 წლის ტელესერიალის გაგრძელება და მისი მეორე ნაწილი. მანგას მიხედვით მეორე ტელესერიალი შეიქმნა Madhouse-ის მიერ. იგი გადიოდა Nippon Television-ზე 2011 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე. 2013 წელს გამოვიდა იმავე სტუდიის ორი სრულმეტრაჟიანი ანიმე – „Hunter × Hunter: Phantom Rouge“ და „Hunter × Hunter: The Last Mission“

მანგას დადებითი შეფასება მიენიჭა ძირითადი მკითხველის და კრიტიკოსების მიერ. იგი წარმოადგენს Shueisha-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაწარმს – 2014 წლის თებერვლისთვის გაყიდული 66 მილიონი ტომით.

 
Hunter x Hunter-ის სამყაროს რუკა

გამოგონილ სამყაროში მონადირეები ფლობენ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. მაგალითად, მხოლოდ მათთვისაა ცნობილი, სად არის დაკარგული მიწები ან უძველესი განძი. მათთვის ცნობილია სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოებები. მათში ყველაზე რჩეულებს მინიჭებული აქვთ სისხლიანი შურისძიების, მკვლელობის და ადამიანებზე ნადირობის უფლებაც. გონ ფრიკსი, მთავარი პერსონაჟი, 12 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც უნდა მონადირეების გამოცდის ჩაბარება, რათა იპოვოს მამა. თუმცა, მამის ბიძაშვილი მიტო (რომელიც გონის აღმზრდელია) სასტიკი წინააღმდეგია, რადგან შიშობს, რომ იგი შეიძლება საკუთარი მამის კვალს გაჰყვეს, რომელმაც ნადირობის გამო ყველაფერი დატოვა, საკუთარი ოჯახიც კი. გონი იძენს მეგობრებს, კურაბიკას, ლეორიოს და კილუას, და მათთან ერთად უამრავ თავგადასავალს გადის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Official Website for Hunter x Hunger. Viz Media. ციტირების თარიღი: October 26, 2017.