Hearts of Iron IV
Hearts of Iron IV — სტრატეგიული ვიდეო თამაში Hearts of Iron სერიიდან, რომელიც შექმნილია Paradox Development Studio-ის მიერ და გამოქვეყნებულია Paradox Interactive-ს მიერ. თამაში კონცენტრირებულია მეორე მსოფლიო ომზე, მოთამაშეები ირჩევენ თამაშის დაწყების თარიღს, 1936 ან 1939 და იბრძვიან გამარჯვებისთვის სხვადასხვა ძირითადი ძალების მწინააღდეგ იმ პეროიდში.
Hearts of Iron IV | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Paradox Development Studio |
გამომცემელი | Paradox Interactive |
სერია | Hearts of Iron |
ძრავა | Clausewitz Engine |
პლატფორმ(ებ)ი | Microsoft Windows, OS X, Linux |
გამოსვლის თარიღი | 2016, 6 ივნისი |
ჟანრ(ებ)ი | გრანდ სტრატეგია |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი |
საიტი | ოფიციალური გვერდი გამომშვების საიტზე |
თამაში პირველად ფორმალურად ანონსირებული იყო 2014 წლის იანვარს და სავარაუდო გამოსვლის თარიღი იყო 2015 წლის პირველი კვარტალი[1], შემდეგ ეს იყო გადადებული მეორე კვარტალზე[2]. E3-ზე კი დადასტურებული იყო თამაშის გადადება სხვადასხვა პრობლემების გამო[3]. 2016 წლის 15 მარტს საბოლოოდ იყო გამოცხადებული 2016 წლის 6 ივნისი გამოსვლის თარიღად რომელიც ოპერაცია ოვერლორდის 72 წლის თავი იყო[4].