Hardstyle
Hardstyle (ინგლ. მძიმე სტილი) — ელექტრონული მუსიკის მიმართულება, რომელიც შეიქმნა ტექნოს, მძიმე ტრანსსა და გებერის შერწყმით.
ეს სტილი შეიქმნა 90-იან წლებში, როგორც techno-ს ქვესტილი. შემდგომ მძიმე ტექნოს დაემატა ბასი და სინთეზატორი, რის შედეგადაც წარმოიშვა უფრო უხეში ხმა, რომელიც ჰგავს უფრო ჰარდკორ ტექნოს. ეს სტილი უფრო პოპულარული გახდა მას მერე, რაც შეიქმნა მრავალი რემიქსი სხვადასხვა მუსიკოსების პოპულარულ მელოდიებზე. ამ სტილის შემქმნელად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქალი DJ Dana van Dreven (ამჟამად ცნობილია სახელით Lady Dana).
Lady Dana-მ მუსიკის წერა და მიქსვა დაიწყო 2000 წელს. სწორედ 2000 წლიდან Hardstyle-მა დაიწყო წინსვლა, როგორც ცალკეული სტილი ელექტრონულ მუსიკაში. დღესდღეობით ამ სტილში დამძიმებულია ბიტი და იგრძნობა ტენდენცია გებერთან მიახლოების.
დღეს Hardstyle არის ცალკეული ელექტრონული მუსიკის სტილი, რომლის BPM მერყეობს 140—150-მდე.
ძირითადი მახასიათებლები:
- მელოდიური და მძიმე მოტივი;
- უჩვეულო ექსპერიმენტული და მოდიფიცირებული მელოდია;
- აბსტრაქტულობა, რომელიც შექმნილია მცირე რაოდენობით სემპლებისგან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სემპლების მცირე რაოდენობის მიუხედავად ისინი ხშირად იცვლიან სიჩქარესა და ტონალობას;
- ქაოსური მოტივი, ანუ ორი სხვადასხვა მოტივის ერთმანეთზე დადების საშუალება
- Hardstyle-ს ძირითადი ხმოვანი არქიტექტურა წააგავს ტრქნოსი (ბასი და სხვა დასარტყმელი საკრავები). მაგრამ აქ ტომის ხმა ისეთია, თითქოს ის ირეკლება დარბაზის კედლებიდან, ანუ დადებული აქვს არეკლვის ეფექტი. ამ სტილისთვის დამახასიათებელია რიტმის უეცარი შეწყვეტა, ისევე, როგორც მისი უეცარი გაგრძელება. რიტმი და მოტივი აგრეთვე შეიძლება არ მიჰყვებოდეს სიმღერის ტემპშს — მელოდია შეიძლება რიტმზე უფრო სწრაფი ან ნელი იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქვეყანაში Hardstyle-ს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს.
ჟანრთან აგრეთვე დაკავშირებულია სპეციალური მუსიკალური ღონისძიებები, როგორიც იყო Qlubtempo[1] ჟანრის ერთ-ერთი ვარიაციაა დაბსტაილი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Q-dance | Qlubtempo. Q-dance.nl. ციტირების თარიღი: 2013-09-02.
- ↑ dubstyle.nl დაარქივებული 2017-04-20 საიტზე Wayback Machine. , Dutch website on dubstyle