Grey Goose (არაყი)
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
Grey Goose (ქართ. რუხი ბატი) — საფრანგეთში წარმოებული არყის ბრენდი. ის სიდნი ფრანკმა 1990-იან წლებში შექმნა, 2004 წელს კი ბაქარდის მიყიდა.[1] Grey Goose-ის მეტრ-დე-შე[ა] არის ფრანსუა ტიბო, რომელმაც არყის ორიგინალური რეცეპტი კონიაკში, საფრანგეთში შეიმუშავა.
Grey Goose | |
---|---|
არაყი | |
ტიპი: | არაყი |
ქვეყანა: | საფრანგეთი |
სიმაგრე: | 40% |
მწარმოებელი: | Bacardi |
საიტი: | greygoose.com |
კომპანიის ისტორია
რედაქტირებაGrey Goose შეიქმნა Sidney Frank Importing Co-ის (SFIC) მიერ. სიდნი ფრანკს, კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ამერიკული ბაზრისთვის ძვირადღირებული არყის შექმნის იდეა 1997 წლის ზაფხულში გაუჩნდა. SFIC-მ თანამშრომლობა დაიწყო კონიაკის მწარმოებელ ფრანსუა ტიბოსთან, იცოდა რა არყის წარმოებაში მისი უნარები.
კომპანიამ საფრანგეთი ქვეყნის კულინარიული ისტორიის გამო შეარჩია და სურდა განესხვავებინა ახალი პროდუქტი აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებული სხვა არყებისგან. არყის წარმოებისთვის გამოყენებული წყალი საფრანგეთის ბუნებრივი წყაროებიდან არის აღებული. წყალი შამპანურის კირქვიან ნიადაგში იფილტრება და განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს არაყს. არაყი მზადდება ადგილობრივი წარმოების ფრანგული ხორბლით. ამასთან კომპანიამ შექმნა დაბურული მინის ბოთლი, რომელიც არაყს ადვილად ცნობადს ხდის.
1998 წელს Grey Goose სასმელის ტესტირების ინსტიტუტის მიერ დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო გემოს მქონე არყად.
2004 წელს, ბრენდი Bacardi– მ დაახლოებით 2,2 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. იმ წელს, Grey Goose აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ ბრენდის არაყად იქცა,[3] კომპანიამ 1,5 მილიონზე მეტი ყუთი გაყიდა.
პროდუქტის აღწერა
რედაქტირებაGrey Goose-ის არყის შექმნისას გამოყენებული ხორბალი მოჰყავთ პიკარდიაში, საფრანგეთში. არაყის გამოხდა ხდება იმავე რეგიონში, პარიზის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, შემდეგ დისტილატს გზავნიან კონიაკში, საფრანგეთში, სადაც მას ურევენ წყაროს წყალს და ასხამენ ბოთლებში. Grey Goose-ში გამოყენებული ხორბალი არის ზამთრის რბილი ხორბალი, რომელსაც თესენ ოქტომბერში და მკიან აგვისტოში. ზაფხულის ხორბალთან შედარებით მისი ზრდა დამატებით ოთხი თვის განმავლობაში ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ Grey Goose ხორბლისგან მზადდება, როგორც გამოხდილი სპირტი, ის არის გლუტენისგან თავისუფალი,[4] რადგან დისტილაციის პროცესში გლუტენისგან იფილტრება.[5]
არომატები
რედაქტირებაGrey Goose პირველი არყია, რომელიც მეტრე დე შეს ტრადიციით მზადდება, რაც საშუალებას აძლევს არომატებს წარმოიქმნას Grey Goose-ის დისტილაციის პროცესში. არაყი მზადდება 100% ფრანგული ინგრედიენტებისგან, არყის არომატული ვერსიების ჩათვლით. მაგალითად, მისი ნაცნობი პარიზელი კონდიტერის მიერ შექმნილმა მსხლის ტარტმა შთააგონა ტიბო შეექმნა არყის ახალი არომატი —Grey Goose La Poire-ი.[6]
Grey Goose Le Citron არის არაყი ლიმნის არომატით. Grey Goose Cherry Noir არის არაყი შავი ალუბლის არომატით. Grey Goose L’Orange არის ფორთოხლის არომატი, ერთხელ წარმოებაშეჩერებული და მხოლოდ შეზღუდული დროით უკან დაბრუნებული, Grey Goose La Vanille კი, გამოირჩევა ვანილის, დარიჩინისა და კარამელის არომატით. Grey Goose Le Melon კომპანიის მიერ ბოლოს შემუშავებული არომატული არაყი, რომელიც იყიდება 2014 წლის ზაფხულიდან, მზადდება საფრანგეთის პროვანსის რეგიონში მოყვანილი Cavaillon-ის ჯიშის ნესვით.
ფრანსუა ტიბომ განაცხადა, რომ Grey Goose არ გეგმავს არომატული არყების ასორტიმენტის გაფართოებას, რათა თავიდან აიცილოს ორიგინალური გემოს დაკარგვა.
შენიშვნები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ MarketWatch, C. B. S.. Bacardi acquires Grey Goose en-US. ციტირების თარიღი: 2020-09-24
- ↑ „ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი“. მარანი. vinoge.ge. 2012-02-09. ციტირების თარიღი: 2021-07-11.
- ↑ Jim Rendon (October 31, 2004). „Want to Profit From Vodka? Follow That Grey Goose“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 1, 2013.
- ↑ Hare, Holly Van. (2018-05-22) Is Grey Goose Gluten-Free? en. ციტირების თარიღი: 2019-04-13
- ↑ Which Alcohols are Gluten-Free? | BeyondCeliac.org en. ციტირების თარიღი: 2019-04-13
- ↑ Liza Weisstuch. (May 2009) Francois Thibault: Maître de Chai. Beverage Business. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2013. ციტირების თარიღი: October 1, 2013