Google Glass — პორტატული ტექნოლოგია თავზე დამაგრებული ეკრანით (OHMD). მისი შემქმნელია Google[9], რომლის მიზანი იყო ფართო ბაზარზე გათვლილი ყველგან მყოფი კომპიუტერის შემუშავება.[1] Google Glass ინფორმაციას სმარტფონის მსგავს ფორმატში ასახავს, ხელით მართვის გარეშე. [10] ადამიანს, რომელიც ტექნიკას თან ატარებს, შეუძლია მოწყობილობისთვის ხმოვანი ბრძანებების გაცემით ინტერნეტთან დაკავშირება.[11][12] Google-მა მოწყობილობის "Glass-ის შემსწავლელების" კატეგორიისთვის გაყიდვა 2013 წლის 15 აპრილს დაიწყო. კამპანია შეზღუდული პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. მოწყობილობა 1.500 აშშ დოლარი ღირდა. 2014 წლის 15 მაისს იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, იგივე ფასით. [13]

Google Glass logo
Google Glass logo
შემქმნელი Google
მწარმოებელი Foxconn
ტიპი დამატებული რეალობა, თავზე დამაგრებული ოპტიკური ეკრანი, პორტატული ტექნოლოგია, პორტატული კომპიუტერი
გამოშვების თარიღი შემქმნელები (აშშ): თებერვალი 2013 (თებერვალი 2013)[1]
მომხმარებლები (აშშ): ამჟამად უცნობია[2]
თავდაპირველი ფასი შემსწავლელი ვერსია: 1.500 აშშ დოლარი
სამომხმარებლო ვერსია: "საშუალო სმარტფონის ფასთან მიახლოებული"[3]
ოპერაციული სისტემა Android[4] (4.4.2[5])
კვება 570 ამპერ საათინი შიდა ლითიუმ-იონური ბატარეა
პროცესორი OMAP 4430 SoC, ორმაგი ბირთვი[6]
მეხსიერება 2 გბ RAM[7]
მეხსიერების საცავი მთლიანად 16 გბ ფლეშ-მეხსიერება[6] (ხელმისაწვდომია 12 გბ)[8]
მონიტორი პრიზმული პროექტორი, 640×360 პიქსელი (იგივე, რაც 25 დუიმი/64 სანტიმეტრი 8 ფუტის/2.4 მეტრის მოშორებით[8])
ხმა ძვალზე დამოკიდებული მართვისგარდამქმნელი[8]
შეტანა ხმოვანი ბრძანებები მიკროფონით,[8] აქსელერომეტრი,[8] გიროსკოპი,[8] მაგნიტომეტრი,[8] გარემოს განათების სენსორი, სიახლოვის სენსორი
კონტროლერის შეტანა სათითური, ტელეფონის აპლიკაცია MyGlass
კამერა ფოტოსურათი – 5 მპ, ვიდეო – 720p[8]
კავშირი Wi-Fi 802.11b/g,[8] Bluetooth,[8] მიკრო USB
წონა 43 გრამი (1.51 უნცია)
უკუთავსებადობა Bluetooth-თან თავსებადი ნებისმიერი ტელეფონი; MyGlass-ის აპლიკაციისთვის აუცილებელია Android 4.0.3 (Ice Cream Sandwich) ან უფრო ახალი ვერსია / ნებისმიერი iOS 7.0 ან უფრო ახალი ვერსია [8]
დაკავშირებული სტატიები Oculus Rift
საიტი google.com/glass

Google მომხმარებელს 225 აშშ დოლარის ფასად ცალკე სთავაზობს ოთხი სხვადასხვა ჩარჩოს არჩევანს, რომელიც უფასოა მოწყობილობის მთლიანად შეძენის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შუშის ერთი ჩარჩოდან მეორეში გადატანისას მცირე ხრახნის მოხსნა. ჩარჩოს დამატებითი დიზაინების შემუშავება მოხდა იტალიური კომპანია Luxottica-ს მეშვეობით, რომელიც ფლობს Ray-Ban-ს, Oakley-ს და სხვა ბრენდებს.[14]

2015 წლის 15 იანვარს Google-მა გამოაცხადა, რომ მიმდინარე ფორმით Google Glass-ის წარმოებას აჩერებდა, მაგრამ განაგრძობდა მის შემუშავებას. [15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Miller, Claire Cain (20 February 2013). „Google Searches for Style“. The New York Times. ციტირების თარიღი: 5 March 2013.
  2. NDTV India.
  3. Coldewey, Devin. (23 February 2013) Google Glass to launch this year for under $1,500. NBC News.com Gadgetbox. ციტირების თარიღი: 23 February 2013.
  4. KitKat for Glass. Google (28 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2015.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-21. ციტირების თარიღი: 2015-01-16.
  6. 6.0 6.1 Torberg, Scott. (11 June 2013) Google Glass Teardown. TechRadar. ციტატა: „'With a native resolution of 640x360, the pixels are roughly 1/8th the physical width of those on the iPhone 5's retina display.'“ ციტირების თარიღი: 12 June 2013.
  7. Fitzsimmons, Michelle (2014-06-24). „Google Glass gets more memory, photo-framing viewfinder“. techradar.com.
  8. 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10 Tech specs. Google (16 April 2013). ციტირების თარიღი: 18 April 2013.
  9. Goldman, David (4 April 2012). „Google unveils 'Project Glass' virtual-reality glasses“. Money. CNN. ციტირების თარიღი: 4 April 2012.
  10. Albanesius, Chloe (4 April 2012). „Google 'Project Glass' Replaces the Smartphone With Glasses“. PC Magazine. ციტირების თარიღი: 4 April 2012.
  11. Newman, Jared (4 April 2012). „Google's 'Project Glass' Teases Augmented Reality Glasses“. PC World. ციტირების თარიღი: 4 April 2012.
  12. Bilton, Nick (23 February 2012). „Behind the Google Goggles, Virtual Reality“. The New York Times. ციტირების თარიღი: 4 April 2012.
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-06. ციტირების თარიღი: 2015-01-16.
  14. Rhodan, Maya (24 March 2014). „Google Glass Getting Ray Ban, Oakley Versions“. Time. ციტირების თარიღი: 25 March 2014.
  15. Google Glass sales halted but firm says kit is not dead (15 January 2015). ციტირების თარიღი: 15 January 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Google_Glass&oldid=4305316“-დან