GeForce 16 სერიის ვიდეოდაფები


GeForce 16 სერიაNvidia-ს გრაფიკული დამუშავების ერთეულების ოჯახი. შექმნილია Turing მიკროარქიტექტურით.[1] მე-16 სერია გამოცხადდა 2019 წლის თებერვალში, 20 სერიის პარალელურად. Nvidia-ს მიზანი ბაზრის საწყისი და საშუალო დონის ვიდეოდაფებით შევსება იყო. შედეგად, მივიღეთ ვიდეოდაფების ოჯახი, რომელსაც მედია AMD-ის Radeon RX 500 სერიის ვიდეოდაფებს ადარებს.

არქიტექტურა

რედაქტირება

GeForce 16 სერიის ვიდეოდაფები შექმნილია Turing არქიტექტურით, მე-20 სერიის მსგავსად. ვიდეოდაფებში შენარჩუნებულია მთელ და წილად ტიპებზე თანმიმდევრული ოპერაციების შემსრულებელი,.[2] და ამოღებულია Tensor (ხელოვნური ინტელექტი) და სხივის მიმკვლევი (RT) ბირთვები. 2019 წლის აპრილში Nvidia-მ დრაივერი განაახლა, რომლითაც 16 სერიის ყველა და 10 სერიის რამდენიმე ვიდეოდაფებს სხივის მიკვლევის ფუნქცია დაუმატა. ეს უკანასკნელი ამ მომენტამდე ექსკლუზიური იყო მხოლოდ RTX სერიებისთვის.[3]


პროდუქტები

რედაქტირება

GeForce 16 სერია ჩაეშვა 2019 წლის 23 თებერვალს, GeForce GTX 1660-ის გამოცხადებით.[4] ვიდეოდაფა, ცენტრალურ პროცესორს, TSMC-ს 12 ნანომეტრი პროცესით დამუშავებული, PCIe 3.0 x16 ინტერფეისით უკავშირდება. 2019 წლის 22 აპრილს, GTX 1650-ის გამოცხადებასთან ერთად, გასაჯაროვდა ინფორმაცია ახალი ლეპტოპების შესახებ, ჩაშენებული GTX 1650 ჩიპსეტით.[5] TU117 გრაფიკულ პორცესორი იყენებს Volta-ს NVENC მშიფვრელს,[6] თუმცა არ აქვს Nvidia Optical Flow-ს მხარდაჭერა,[7] რაც მაღალი სიხშირის მონიტორებს ეხმარება ნამდვილ კადრებს შორის გენერირებული კადრის წარმოქმნა-გამოსახვაში.

ვერსიები

რედაქტირება

GTX 1630 2022 წლის ივნისში გამოუშვეს,


  1. New GeForce GTX 1660 Ti Delivers Great Performance Leap for Every Gamer, Starting at $279 | NVIDIA Newsroom. NVIDIA (February 22, 2019). ციტირების თარიღი: October 22, 2019
  2. Smith, Ryan; Oh, Nate. The NVIDIA GeForce GTX 1660 Ti Review, Feat. EVGA XC GAMING: Turing Sheds RTX for the Mainstream Market (February 22, 2019).
  3. Burnes, Andrew. (March 18, 2019) Accelerating The Real-Time Ray Tracing Ecosystem: DXR For GeForce RTX and GeForce GTX.
  4. 16: The New Supercharger – GeForce GTX 1660 Ti. Nvidia. ციტირების თარიღი: February 22, 2019
  5. GeForce GTX 1650 Gaming Laptops. Nvidia. ციტირების თარიღი: May 21, 2022
  6. GeForce GTX 1650 Graphics Card. Nvidia. ციტირების თარიღი: October 22, 2019
  7. NVIDIA Optical Flow SDK en-US. Nvidia (November 29, 2018).


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება