GAAP
GAAP (ინგლ. General Accepted Accounting Principles — საბუღალტრო აღრიცვის ზოგადად აღიარებული პრინციპები, GAAP) — საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტები, რომლებიც იხმარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში. თვისობრივად GAAP, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისგან განირჩევა კერძოდ იმით, რომ მასში განსაზღვრული წესებით, უფრო დეტალურად რეგულირდება ამა თუ იმ პრაქტიკულ სიტუაციათა აღრიცხვის წესები.
2008 წლის აგვისტოში, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მხრიდან წარდგენილი იყო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა GAAP სტანდარტიდან, საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას. აღნიშნული გეგმის მიხედვით, 2010 წლიდან ამერიკის ტრანსნაციონალური კომპანიები (იმ დროისთვის მათი რიცხვი შესაძლოა შეადგენდეს 110-ს) აუცილებელი წესით გადასული უნდა იყოს საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებზე. ასევე იგულისხმება, რომ 2014 წლიდან, საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტები IFRS აუცილებელი წესით შესრულდება ყველა ამერიკული კომპანიის მიერ.
ცნობილია, რომ აქტივების დათვლის GAAP მეთოდი, რომელიც იძლეოდა უფლებას, წინმსწრების პერიოდის შემოსავლების დღევანდელ დღეს დაანგარიშებისთვის; ისევე როგორც აქტივების სპეკულატიური შეფასებისა და გადაფასების მეთოდი — სახელდება მიმდინარე პერიოდში განვითარებადი გლობალური კრიზისის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. აღნიშნულთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიოს მრავალის ქვეყნის საექსპერტო-ეკონომიკური წრეების მხრიდან, კრიზისის მთავარ მიზეზად სახელდება ამერიკული და მსგავსი, ეკონომიკური თვალსაზრისით ჭარბ მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. აღნიშნული საზოგადოების ეკონომიკური პრინციპებით გამართლებულია ის დღევანდელი, თუნდაც ჭარბი მოცულობის ხარჯი, თუ ხვალინდელი შემოსავლებით მის დაფარვას მოველით. სხვანაირად რომ ითქვას, დღეს ვცხოვრობთ ხვალის ხარჯზე.