Francisella — გრამუარყოფითი პათოგენური ბაქტერიების გვარი. ისინი მცირე ზომის კოკობაცილური ან ჩხირის ფორმის, უძრავი ორგანიზმები არიან, რომლებიც მაკროფაგების ფაკულტატურ უჯრედშიდა პარაზიტებს წარმოადგენენ.[1]

Francisella

F. tularensis, ცისტეინის გულის აგარის კოლონიზაცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  Proteobacteria
კლასი:  Gammaproteobacteria
რიგი:  Thiotrichales
ოჯახი:  Francisellaceae
გვარი:  Francisella
ლათინური სახელი
Francisella Dorofe'ev, 1947
სახეობები

Francisella-ს გვარის წარმომადგენლები მკაცრი აერობები არიან და მათი კოლონიები Brucella-ს გვარის წარმომადგენლების კოლონიების მსგავსია მორფოლოგიურად.[2]

Francisella tularensis აღმოჩენილი იყო ბაქტერიოლოგ ედუარდ ფრანცისის მიერ 1922 წელს, რომელმაც დაადგინა, რომ ეს სახეობა ტულარემიის გამომწვევი აგენტია.[3]

პათოგენეზი

რედაქტირება

გვარის ტიპობრივი სახეობა, F. tularensis იწვევს ტულარემიას.[4] F. novicida და F. philomiragia იწვევენ სეფსისს და ინვაზიურ, სისტემურ ინფექციებს.

ტაქსონომია

რედაქტირება

გვარის ტაქსონობია ცოტაოდენ არაზუსტია, განსაკუთრებით F. novicida-ს შემთხვევაში (შესაძლოა, F. tularensis-ის ქვესახეობა იყოს). ზოგადად, სახეობის იდენტიფიკაცია ხდება ბიოქიმიური ნიშნების მიხედვით ან 16S რ-რნმ სეკვენსირებით. 2012 წლის ივნისში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მთლიანი გენომის სეკვენსირების საფუძველზე განახლდა გვარის ფილოგენობა - შესაძლოა მისი დაყოფა 2 ძირითად ჯგუფად: ერთში შედის F. tularensis, F. novicida და F. hispanensis, ხოლო მეორეში - F. philomiragia და F. noatunensis.[5]

ლაბორატორიული თვისებები

რედაქტირება

Francisella-ს სახეობები გარემოში დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. პარადოქსულად, მათი კულტივირება და შენარჩუნება ლაბორატორიულ პირობებში მარტივი არაა.[6] ზრდა ნელა მიმდინარეობს (თუმცა, შესაძლებელია აჩქარება CO2-ის დამატებით) და არეს მიმართ გარკვეული მოთხოვნები გააჩნიათ - Francisella-ს სახეობების უმეტესობა საჭიროებს ცისტინისა და ცისტეინის დამატებას. მათი ზრდა წარმატებით განხორციელდება მრავალი სუბსტრატის გამოყენებით, მათ შორის თაიერ-მარტინის სუბსტრატი ზემოთ ხსენებული დანამატების თანაობისას. [7]

შესაბამის მყარ სუბსტრატზე 24 საათიანი ინკუბაციის შემდეგ, Francisella-ს კოლონიები მცირე ზომისაა (1-2 მმ), გამჭირვალე და თეთრი-მონაცრისფრო ან მოლურჯოა. 48 საათის შემდეგ ხშირად პრიალა ზედაპირი აქვთ.

  1. Allen LA (2003). „Mechanisms of pathogenesis: evasion of killing by polymorphonuclear leukocytes“. Microbes Infect. 5 (14): 1329–35. doi:10.1016/j.micinf.2003.09.011. PMID 14613776.
  2. (2004) რედ. Ryan KJ: Sherris Medical Microbiology, 4th, McGraw Hill, გვ. 488–90. ISBN 0-8385-8529-9. 
  3. Francis E (1921). „Tularemia. I. The occurrence of tularemia in nature as a disease of man“. Public Health Rep (36): 1731–53.
  4. Collins FM (1996). Pasteurella, Yersinia, and Francisella. In: Baron's Medical Microbiology (Baron S et al., eds.), 4th, Univ of Texas Medical Branch. ISBN 0-9631172-1-1. 
  5. Sjödin A, Svensson K, Öhrman C, Ahlinder J, Lindgren P, Duodu S, Johansson A, Colquhoun DJ, Larsson P, Forsman M (2012). „Genome characterisation of the genus Francisella reveals insight into similar evolutionary paths in pathogens of mammals and fish“. BMC Genomics. 13 (268): 268. doi:10.1186/1471-2164-13-268. PMC 3485624. PMID 22727144.
  6. Ellis J, Oyston P, Green M, Titball R (2002). „Tularemia“. Clin Microbiol Rev. 15 (4): 631–46. doi:10.1128/CMR.15.4.631-646.2002. PMC 126859. PMID 12364373.
  7. Collins FM (1996). Pasteurella, Yersinia, and Francisella. In: Baron's Medical Microbiology (Baron S et al., eds.), 4th, Univ of Texas Medical Branch. ISBN 0-9631172-1-1. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

Francisella- ტაქსონიმიური ინფორმაცია, ბიოინფორმატიკის რესურსების ცენტრი

Francisella ვირთევზებში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Francisella&oldid=4597931“-დან