„Far Cry 5“მოქმედებითი-სათავგადასავლო და პირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, შემუშავებული Ubisoft Montreal-ის და Ubisoft Toronto-ს მიერ, ხოლო გამოცემული Ubisoft-ის მიერ Microsoft Windows, PlayStation 4 და Xbox One-ისთვის. „Far Cry 5“ არის მისი წინამორბედის, „Far Cry 4“-ის გაგრძელება და რიგით მეხუთე ძირითადი თამაში „Far Cry“-ის სერიიდან. თამაში მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2018 წლის 27 მარტს.

Far Cry 5

გარეკანის ფოტო, რომელიც ახდენს ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ იმიტაციას
დეველოპერ(ებ)ი
გამომცემელი Ubisoft
სერია „Far Cry“
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 27 მარტი, 2018
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო, პირველი პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთმაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი
  • დენ ჰეი
  • პატრიკ მეთე
პროდიუსერ(ებ)ი დერილ ლონგი
პროგრამისტ(ებ)ი სედრიკ დეშელე
მხატვარი ჟან ალექსის-დოიონი
სცენარისტი
  • ჟან-სებასტიან დესანი
  • დრიუ ჰოლმსი
  • დენ ჰეი
კომპოზიტორი დენ რომერი

„Far Cry 5“ წილად ჰხვდა დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისაგან. მათ შეაქეს ღია სამყაროს დიზაინი, ვიზუალური მხარე, გეიმპლეი და საუნდტრეკი. თუმცა უარყოფითად მიიღეს თამაშის სიუჟეტი და ზოგიერთი პერსონაჟი. თამაშს კომერციული წარმატებაც ჰხვდა წილად. იგი გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ნაწილი ფრენჩაიზიდან, რომელმაც პირველივე კვირაში 310 მილიონი აშშ დოლარის მოგება მოუტანა შემქმნელებს, შედეგად მათ გამოსცეს რამდენიმე გადმოტვირთვადი კონტენტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Far_Cry_5&oldid=4183715“-დან