Electrosvit Ambasador
Electrosvit Ambasador — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩეხოსლოვაკიური წარმოების კონსოლური ტიპის გარე განათების სანათი. არსებობს მისი რამდენიმე მოდიფიკაცია, რომლებიც განსხვავდება სიმძლავრით (150W, 250W, 400W) და დიზაინით, რაც ოდნავ განსხვავებულია ბოლო წლების გამოშვებებში.
კონსტრუქცია
რედაქტირებაElectrosvit Ambasador-ის კორპუსი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: ზედა კოლოფში მოთავსებულია ნახევარგამტარი მოწყობილობები: დროსელი, სანთებელა და კონდენსატორი, ხოლო ქვედა ნაწილში ალუმინის ამრეკლი, პატრონა და დამცავი შუშა. კორპუსი დამზადებულია მინაბოჭკო-ეპოქსიდის კომპოზიტისგან. Electrosvit Ambasador განკუთვნილია მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურებისთვის.
მწარმოებელი
რედაქტირებააღნიშნული ტიპის სანათები იწარმოებოდა სლოვაკეთის ქ. ნოვე-ზამკიში, „ელექტროსვიტის“ საწარმოში.
ისტორია
რედაქტირებაElectrosvit Ambasador პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1980 წელს და სერიულ წარმოებაში ჩაეშვა 1981 წელს. მისი პირველი მოდიფიკაციები გამოირჩევოდა დიდი ზომებით და მიუხედავად იმისა, რომ მისი კორპუსი მინაბოჭკო-ეპოქსიდის კომპოზიტით მზადდებოდა, ეს სანათები საკმაოდ მძიმეა (400W სანათი დაახლ. 17კგ იწონის). მოგვიანებით, 1990-2010 წლებში გამოშვებული სანათების ამოცნობა შეიძლება მისი შედარებით მომცრო ზომის ზედა ნაწილით. 1980-იან წლებში ამ ტიპის სანათების ექსპორტი დიდი რაოდენობით ხდებოდა სსრკ-ს ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. დაახლოებით 2010 წლისთვის ამ ტიპის სანათების წარმოება შეწყდა.
წყარო
რედაქტირება2317 «Ambasador» (Electrosvit) რუს. [მკვდარი ბმული]