Dr. Bürklin-Wolf
Dr. Bürklin-Wolf — ღვინის ფირმა.
ისტორია
რედაქტირებაფირმის ისტორია 1597 წელს იწყება. გადამწყვეტი იყო 1875 წელი, როცა ლუიზე ვოლფმა (გერმ. Luise Wolf) და კარლსრუელმა იურისტმა ალბერტ ბიურკლინმა (გერმ. Albert Bürklin) იქორწინეს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კერძო საკუთრებაში მყოფი უდიდესი ღვინის ფირმის სახელწოდება Dr. Bürklin-Wolf. ალბერტ ბიურკლინი იყო არა მარტო რაიხის დეპუტატი (1877) და რაიხსტაგის ვიცე-პრეზიდენტი (1893), არამედ ვაიმარის გოეთეს საზოგადოების პრეზიდენტიც (1899). 1890 წელს მისი საქმიანობისათვის მიენიჭა Exzellenz-ის ტიტული. 1904 წელს ბადენის დიდმა ჰერცოგმა ფრიდრიხ ფონ ბადენელმა (გერმ. Großherzog Friedrich von Baden) იგი დაასახელა ნამდვილ საიდუმლო მრჩევლად და დააჯილდოვა ცერინგენის ლომის ორდენის, ბადენის დიდი ჯვრით (გერმ. Badisches Großkreuz des Ordens des Zähringer Löwen). 1911 წელს ფრაიბურგის უნივერსიტეტმა მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 1904 წელს გადაწყვიტა ვახენჰაიმში გადასახლება და იქ დაფუძნება. 1990 წელს იქორწინეს ქრისტიანმა და ბეტინა ბიურკლინ ფონ გურაძემ (გერმ. Bettina Bürklin-von Guradze).
ფირმა ითვლება ხელოვნებისა და კულტურის მეცენატად, რომლის ანალოგი იშვიათად მოიძებნება მსოფლიოს მასშტაბითაც. კარგადაა ცნობილი გურაძეების: ინგლისური ბაღი (1,2 ჰა), კროკეტის სათამაშო მოედანი, საზაფხულო ოპერა და ა. შ.