Design Master Senshi Mangajukuu (იაპონ. 電子 漫画 塾; აგრეთვე ცნობილი როგორც Denshi Manga Juku ან Design Master)[2]მეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Bandai-ს მიერ 1995 წელს იაპონიაში.

Design Master Senshi Mangajukuu
მწარმოებელი Bandai
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ მარტი, 1995
[1]
თავდაპირველი ფასი 9,800 იაპონური იენა
შეწყდა 1996
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 4 x AA ბატარეა
მონიტორი სენსორული ეკრანი
წინა Digi Casse
შემდეგი WonderSwan

Design Master-ის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 9,800 იაპონურ იენას.[1] ხელსაწყოს ფუნქციონირებისათვის ესაჭიროებოდა ოთხი ცალი AA ბატარეა. მიუხედავად ამისა, სათამაშო ღილაკებისა და ვიდეო თამაშების უკმარისობის გამო (მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ ოთხი თამაში), 1996 წელს Bandai-მ შეწყვიტა კონსოლის წარმოება.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Design Master Senshi Mangajukuu. videogamekraken.com. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2019.
  2. The Denshi Manga Juku / 電子漫画塾. videogamesdensetsu.tumblr.com. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2019.