ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

dd (dataset definition) — ბრძანების სტრიქონიანი ინტერფეისის დამხმარე პროგრამა UNIX-სა და UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემებისთვის, რომლის ძირითადი მიზანია ფაილების კოპირება და კონვერტაცია.

იგი პრაქტიკულია ბლოკიან მოწყობილობებში კოპირებისთვის როგორიცაა მყარი დისკი და CD-ROM.

სინტაქსი

რედაქტირება

dd-ს მთავარი options არჩევანები არიან:

  • if=ფაილი (input file): მითითებული ფაილიდან კითხულობს. შესაძლოა იყოს რეგულარული ფაილი ან ბლოკიანი მოწყობილობა.
  • of=ფაილი (output file): ამ ფაილს ქმნის და შიგ წერს
  • bs=ნომერი (block size, ბლოკის ზომა ბაიტებში) : მონაცემების კოპირებას ახდენს ბლოკებიანად.
  • count=ნომერი : მარტო მითითებული რაოდენობის ბლოკის კოპირება
  • skip=ნომერი : კოპირებას იწყებს მხოლოდ მითითებული ნომრის ბლოკიდან.
  • seek=ნომერი : შექმნილ ფაილში წერას იწყებს მხოლოდ მითითებული ნომრის ბლოკიდან.
  • conv=conversion : გადაყვანა, მაგალითად ascii-ს გადაყავს EBCDIC-იდან ASCII-ში.

მაგალითები

რედაქტირება

როცა dd-ს ხმარობთ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ. რომელიმე არჩევანის დავიწყება ან if-ის of-ით შეცვლის დროს შესაძლოა დისკი დაზიანდეს.

CD-ს კოპირება:

$> dd if=/dev/cdrom of=cd-archive.iso

დისკეტაში გადაწერა:

$> dd if=floppy.bin of=/dev/fd0

ფაილის 100მბ ნაწილებად დაყოფა:

$> dd bs=10K count=10K if=uzarmazesi_faili of=uzarmazesi_faili-part1
$> dd bs=10K count=10K skip=10K if=uzarmazesi_faili of=uzarmazesi_faili-part2
$> dd bs=10K count=10K skip=20K if=uzarmazesi_faili of=uzarmazesi_faili-part3
$> dd bs=10K count=10K skip=30K if=uzarmazesi_faili of=uzarmazesi_faili-part4
# და ასე შემდეგ

hda დისკის დაყოფების მასივის კოპირება:

$> dd if=/dev/hda of=copie-table-partition bs=512 count=1

hda დისკის მონაცემების ნოლებით შეცვლა (არ არის სასუტველი):

$> dd if=/dev/zero of=/dev/hda

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Dd“-დან