Darkside — 2013 წლის ფილოსოფიური კომედიური რადიო-სპექტაკლი, რომლის ავტორია ტომ სტოპარდი, ხოლო პროდიუსერი და რეჟისორი - ჯეიმზ რობინსონი. სპექტაკლი ეფუძნება ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომის The Dark Side of the Moon თემებს.

Darkside
ავტორი ტომ სტოპარდი
პრემიერა 26 აგვისტო, 2013 (2013-08-26)
ენა ინგლისური

სპექტაკლი BBC Radio 2-ის ეთერში გავიდა 2013 წლის 26 აგვისტოს. მასში ალბომის მუსიკის გამოყენება ნებადართული იყო პინკ ფლოიდის წევრთა და მენეჯმენტის მიერ.

სიუჟეტი აბსტრაქტულია და ასახავს ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტ ემილის ცხოვრებას, სხვადასხვა გონევრივ ექსპერიმენტს, რომელიც რეალურ ცხოვრებაშია გადმოტანილი.

რადიოპრემიერის პარალელურად BBC-ის საიტზე შესაძლებელი იყო ვიდეოთანხლების ხილვაც[1], რომელიც სტუდია Aardman-მა მოამზადა[2]. ანიმატორებმა გრაფიკა შექმნეს სტორმ თორგერსონის შემოქმედების შთაგონებით[3].

  • ამაკა ოკაფორი - ემილი მაკკოი
  • აივენ რეონი - ბიჭუნა
  • ბილ ნაი - დოქტორ ანტრობუსი / კუდიანების მპოვნელი
  • რუფუს სეველი - მისტერ ბეგოტი / მორალისტი
  • ადრიან სკარბოროუ - მსუქანი კაცი
  • პიტერ მერინკერი - ბრძენი
  • რობერტ ბლითი - ბანკირი
  • ბენ კროუ - პოლიტიკოსი
  • ფილიპა სტენტონი - ემილის დედა

გამოცემა

რედაქტირება

სპეციალური ორდისკიანი გამოცემა ამ სპექტაკლის ჩანაწერით გამოვიდა 2013 წლის 25 ნოემბერს. მას ახლავს სპეციალური წიგნი, 56 გვერდიანი სცენარი (დიალოგებით) და სიმღერების ტექსტები. დამატებით დისკზე შეტანილია თარგმანები გერმანულ, ფრანგულ, ესპანური, იტალიურ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, იაპონურ, რუსულ და ჩრდილოეთ ჩინურ ენებზე.

  1. Aardman creates film based on a Stoppard play to celebrate 40th anniversary of Dark Side of the Moon. creativity-online.com (20 August 2013). ციტირების თარიღი: 24 August 2013.
  2. Aardman animates trailer to Radio 2 Pink Floyd play. BBC (20 August 2013). ციტირების თარიღი: 24 August 2013.
  3. Amidi, Amid. (20 August 2013) Aardman Animates Pink Floyd's Dark Side of the Moon. Cartoon Brew. ციტირების თარიღი: 24 August 2013.