DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince
DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince — ჰიპ-ჰოპ დუეტი ფილადელფიიდან (პენსილვანია). მასში შედიოდნენ რეპერი უილ სმითი და DJ Jazzy Jeff. ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, კლერენს ჰოლმსთან (Ready Rock C) ერთად მათ ადგილობრივ სცენაზე წარმატება მოიპოვეს. ჰოლმსმა ჯგუფი 1990 წელს დატოვა და 1999 წელს სასამართლოშიც უჩივლა.[1]
1989 წელს DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince იყო პირველი ჰიპ-ჰოპში, რომელსაც მიენიჭა გრემი (სიმღერისთვის „Parents Just Don't Understand“), თუმცა მათი ყველაზე წარმატებული სინგლი იყო „Summertime“, რომელმაც ჯგუფს მეორე გრემი მოუპოვა და Billboard Hot 100-ის მე-4 პოზიციამდე ავიდა. უილ სმითი და DJ Jazzy Jeff (ჯეფ ტაუნზი) დღემდე მეგობრები არიან და აცხადებენ, რომ შემოქმედებითად არ დაშლილან, ვინაიდან ტაუნზი მონაწილეობს სმითის სოლო პროექტში. როგორც ჯგუფს, აშშ-ში გაყიდული აქვთ 5.5 მილიონი ალბომი.
დისკოგრაფია
რედაქტირება- Rock the House (1987)
- He's the DJ, I'm the Rapper (1988)
- And in This Corner... (1989)
- Homebase (1991)
- Code Red (1993)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უილ სმითი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჯეფრი ტაუნზი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- „The Fresh Prince of Bel-Air“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince - სამოყვარულო საიტი
- ფრანგული ბლოგი DJ Jazzy Jeff-ის და უილ სმითის შესახებ დაარქივებული 2013-11-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Clarence Holmes v. Willard Smith (No. 03-1171), page 5 (PDF). law.villanova.edu. Villanova University School of Law (April 16, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტატა: „On appeal, the parties agree that the year Holmes stopped performing with Smith was 1990, nine years before Holmes brought this suit against Smith“ ციტირების თარიღი: 2007-11-21.