NBA-ის განვითარების ლიგა

(გადამისამართდა გვერდიდან D-ლიგა)

NBA-ის განვითარების ლიგა (ან უბრალოდ D-ლიგა) (ინგლ. NBA Development League (D-League)) — ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური მინორული ლიგა. 2005 წლამდე ცნობილი იყო როგორც ნაციონალური საკალათბურთო განვითარების ლიგა (ინგლ. National Basketball Development League (NBDL)). 2001 წლის შემოდგომაზე ლიგამ 8 გუნდთან ერთად დაიწყო ასპარეზობა. 2005 წლის მარტში, NBA-ის რწმუნებულმა დევიდ სტერნმა განაცხადა მომავლის გეგმები, რომ აპირება NBA-ს D-ლიგის გაზრდას 15 გუნდამდე და განევითარებინა როგორც ნამდვილი მინორული ლიგის სისტემით, რომლითაც ნებისმიერ D-ლიგის გუნდს ეყოლებოდა ერთი ან უფრო მეტი მოკავშირე გუნდი NBA-ში. 2011-12 წლების სეზონისთვის, ლიგა 16 გუნდამდე გაიზარდა. 2010-11 წლების NBA სეზონის დასასრულს, 23% NBA მოთამაშეებისა ჰქონდა დრო გატარებული D-ლიგაში.

NBA-ის განვითარების ლიგა

NBA-ის განვითარების ლიგის ლოგო
სპორტი კალათბურთი
დაარსდა 2001 წელს
გუნდების რაოდ. 16
ქვეყანა აშშ
ამჟ. გამარჯვებული ოსტინ ტოროსი (1)
ყველაზე ტიტულოვანი ტულსა 66 (2)
ოფიციალური საიტი NBA D-League

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება