Clover Club კოქტეილი
Clover Club Cocktail-ის ინგრედიენტებია: ჯინი, ლიმონის წვენი, ჟოლოს სიროფი, უმი კვერცხი. კვერცხის ცილას ამატებენ არა არომატისთვის, არამედ იგი ემულგატორის როლს ასრულებს კოქტეილში. შენჯღრევის შედეგად კი კოქტეილის თავზე ქაფი ჩნდება.ეს ქაფი კოქტეილის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.
ისტორია
რედაქტირებაClover Club კოქტეილი ამერიკაში იღებს სათავეს. იგი ჯერ კიდევ ალკოჰოლის აკრძალვამდე არსებობდა. ფილადელფიაში არსებობდა კაცების გაერთიანება (კლუბი), მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდიდან, 20 საუკუნის 20-იან წლებამდე. Clover Club-ის წევრები რეგულარულად იკრიბებოდნენ სტრატფორდის სასტუმროში. მათი საყვარელი კოქტეილი კი ეს კოქტეილი გახლდათ, რომელსაც მოგვიანებით Clover Club კოქტეილი დაერქვა და იგი პოპულარული არა მხოლოდ ფილადელფიაში, არამედ ნიუ-იორკშიც გახდა.კოქტეილის პირველი რეცეპტი 1901 წელს დაიბეჭდა ნიუ-იორკის პრესაში. 50-იან წლებში კი კაცებმა იგი უფრო ძლიერი კოქტეილით (Pink Lady cocktail) ჩაანაცვლეს და Clover Club კოქტეილის მოყვარულები ძირითადად ქალები შემორჩნენ. ისინი, ვისთვისაც დელიკატური გემო უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კოქტეილის სიძლიერე.
რობერტ ჰესის მიხედვით, კოქტეილი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ალკოჰოლის აკრძალვამდე, დიდი პოპულარობით სარგებლობდა კლუბის წევრებში და გამოჩენილ ადამიანებში. ჯეკ თაუნსენდის მიხედვით, კოქტეილმა ნელ-ნელა დაკარგა პოპულარობა. ერთ-ერთი ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია კოქტეილის ინგრედიენტი იყოს უმი კვერცხის სახით. მრავალი ადამიანი თავს არიდებს ასეთი იგრედიენტების მქონე სასმელს. მეორე მიზეზი კი ალბათ მისი მომზადების სირთულე უნდა იყოს. რამდენადაც უცნაური შეიძლება მოეჩვენოს ზოგიერთს კვერცხის ცილა კოქტეილში, Clover Club კოქტეილი მაინც მიჩნეულია სასიამოვნო სასმელად და ასევე ვიზუალურადაც ესთეტიკურად გამოიყურება.
ინგრედიენტები
რედაქტირებაClover Club კოქტეილს მიირთმევენ კოქტეილის ჭიქაში, ყინულის გარეშე. მისი მთავარი ალკოჰოლური ინგრედიენტი ჯინია.
ინგრედიენტების რაოდებობრივი შერწყმა კი ასეთია:
45 მლ ჯინი
15 მლ ლიმონის წვენი
15 მლ ჟოლოს სიროფი
1 უმი კვერცხი
მომზადებისთვის საჭირო მოწყობილებები:
სითხის საზომი (ალკოჰოლის გასაზომი სპეციალური ჭურჭელი, რომლის მოცულობაც დაახლოებით 45 მლ-ა.)
სანჯღრევი (შეიკერი)
გამფილტრავი კოვზი
კოქტეილის ჭიქა
მომზადება
რედაქტირებაკოქტეილი შემდეგნაირად მზადდება: ბარმენი ინგრედიენტებს ურევს ერთმანეთში და შეიკერში ანჯღრევს მინიმუმ 10 წამის განმავლობაში, ყინულის დამატების გარეშე. კოქტეილს, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტიც კვერცხის ცილაა, ბევრი ნჯღრევა არ სჭირდება, იგი ადვილად იკეთებს ქაფს. სწორედ ეს ქაფი ხდის Clover Club კოქტეილს უნიკალურს. ისხმება წინასწარ გაცივებულ ჭიქაში. ტრადიციულად, ამ კოქტეილს ჭიქაზე არ უკეთებენ მოსართავს, თუმცა შესაძლებელია გაფორმდეს ლიმონის ნაჭრით.
მეორე მოსაზრების მიხედვით, წამების განმავლობაში ნჯღრევა არაა საკმარისი და საჭიროა მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში ირეოდეს ინგრედიენტები ერთად. ასევე კლასიკურ Clover Club კოქტეილს არ აქვს ყინული, თუმცა ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით მას ყინულიც უნდა ჰქონდეს.
კოქტეილის ალკოჰოლოვანი დანამატი შესაძლოა ჯინის გარდა ღვინო ვერმუთიც იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ ჟოლოს სიროფის ჩანაცვლება ხდება მოცხარის სიროფით.