Children's Discovery System
Children's Discovery System — ერთ-ერთი ადრეული ელექტრონული საგანამანათლებლო სათამაშო, გამოცემული კომპანია Mattel-ის მიერ 1981 წელს, რომელიც განკუთვნილი იყო ექვსიდან თერთმეტ წლამდე ბავშვებისთვის.[1]
Children's Discovery System | |
---|---|
მწარმოებელი | Mattel |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1981 |
შეწყდა | 1984 |
მეხსიერება | 2k RAM |
მონიტორი | LCD 16x48 |
შეტანა | მემბრანული კლავიატურა |
სისტემა შეიქმნა Mattel-ის მიერ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ დოქტორ გორდონ ბერის დახმარებით.[2] დაანონსდა 1981 წლის თებერვალში. მასზე ხელმისაწვდომი იყო 21 თამაში, რომელიც ვრცელდებოდა გაფართოების მოდულის კარტრიჯების მეშვეობით. 1984 წელს Mattel-მა შეწყვიტა Children's Discovery System-ის წარმოება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Children's Discovery System — Computer History Museum