Chick-fil-A
Chick-fil-A ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორანია. ამ რესტორანში მხოლოდ ქათმის ხორცისგან დამზადებული ბურგერები/სენდვიჩები იყიდება. მისი სათაო ოფისი ჯორჯიას შტატში მდებარეობს. Chick-fil-A-ს რესტორნების ქსელში 2605-ზე მეტი ფილიალია. ფილიალები უმეტესად აშშ-ში მდებარეობს, სულ 48 შტატში. მოგვიანებით ფილიალები გაიხსნა კანადასა და დიდ ბრიტანეთში. Chick-fil-A-ში შეგიძლიათ მიირთვათ საუზმის ლანჩის და სადილის მენიუები.
რესტორნის მფლობელი დიდ ყურადღებას აქცევს რელიგიურ ტრადიციებს. იგი კვირაობით დაკეტილია. კვლევების მიხედვით, ყოველწლიურად კომპანია 1 მილიარდ აშშ დოლარს კარგავსას ამ მიზეზით. იგი ასევე დაკეტილია შობას და მადლიერების დღეს.
ისტორია
რედაქტირება1961 წელს, ტრუეტ კეტიმ აღმოაჩინა ისეთი შესაწვავი აპარატი, რომელიც ქათმის სენდვიჩს იმავე დროში ამზადებდა, რამდენიც სჭირდებოდა ჰამბურგერის დამზადებას. სწორედ ამის შემდეგ დაერქვა რესტორანს ეს სახელი და Chick-fil-A-ის სლოგანიც გამოჩნდა: " ჩვენ არ გამოგვიგონებია ქათამი, მხოლოდ ქათმის სენდვიჩი". პირველი ფილიალი 1967 წელს გაიხსნა.
2008 წელს, Chick-fil-A პირველი სწრაფი კვების რესტორანი გახდა, რომლის პროდუქტიც არ შეიცავდა არანაირ უჯერ ცხიმებს, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის.
მენიუ
რედაქტირებაChick-fil-A-ს რესტორნების ქსელის ერთ-ერთი წარმატების მიზეზი და ბიზნეს-სტრატეგია ისაა, რომ მათთვის მთავარი ფოკუსი სადა მენიუ და მაღალი ხარისხის მომსახურებაა. სხვა სწრაფი კვების რესტორნები ხშირად ცვლიან და ზრდიან მენიუში შემავალ პროდუქტებს, რათა ახალი მომხმარებლები მიიზიდონ. Chick-fil-A-სთვის კი მთავარი ისაა, რომ მათ მიერ მომზადებულმა პროდუქტმა შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი. რესტორანში მომუშავე პერსონალის წყალობით, რომლებიც მომხმარებელს მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს უქმნიან, Chick-fil-A ხალხის კმაყოფილებას მართლაც იწვევს.
მენიუში მხოლოდ რამდენიმე სახის სენდვიჩი შედის. Chick-fil-A-ს კლასიკური სენდვიჩი, რომლის ინგრედიენტებიცაა: ქათამი (არაქისის ზეთში ამოვლებული), პური (კარაქ-წასმული) და კიტრის მწნილი. რესტორანში ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ სენდვიჩი პურით, რომელიც არ შეიცავს გლუტენს. მომხმარებელს შეუძლია ცხარე კლასიკური სენდვიჩის შეკვეთაც. სახელგანთქმულია Chick-fil-A-ს უნიკალური სოუსი, რომლის შემადგენლობაც მომხმარებლების დიდ ინტერესს იწვევდა, სანამ 2012 წელს, კომპანიამ არ გაამხილა სოუსის ინგრედიენტების საიდუმლო. აღმოჩნდა, რომ სოუსი სამი სოუსის შერევით მიიღება. ესენია: ბარბექიუ სოუსი, რენჩის სოუსი და სოუსი თაფლითა და მდოგვით.
2018 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად შეკვეთილი პროდუქტებიდან ერთ-ერთია Chick-fil-A-ს კარტოფილი ფრი, რომელსაც სხვა რესტორნების ფრისთან შედარებით სხვანაირი ფორმა აქვს. მას ვაფლის ფორმის ფრისაც უწოდებენ და ასეთი ფრი ბევრად ხრაშუნაა.
რეცეპტი
რედაქტირებამას შემდეგ, რაც ამერიკაში დაადგინეს, რომ იმ ცხოველის ხორცის ჭამა, რომელსაც ანტიბიოტიკები ჰქონდა მიღებული, საფრთხეს უქმნიდა ადამიანის ჯანმრთელობას, 2014 წლის თებერვალში Chick-fil-A-მ გამოაცხადა, რომ მათი გეგმა წარმოადგენდა სრულიად ამოეღოთ ანტიბიოტიკები იმ ქათმების რაციონიდან, რომლსებსაც იყენებდნენ სენდვიჩების დასამზადებლად. მათ დანაპირები მართლაც შეასრულეს და Chick-fil-A გახდა პირველი სწრაფი კვების ობიექტი ვინც ეს გააკეთა.