ქარდ ფლეიერ საქართველოპოკერის პირველი ქართულენოვანი მედია-პორტალი. ფუნქციონირებს 2015 წლის ოქტომბრიდან. მოიცავს ყოველთვიურ ქართულენოვან ჟურნალს Card Player, აშუქებს პოკერის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, აქვს რამდენიმე საავტორო გადაცემა, მათ შორის „Showdown“[1]. მასალა წარმოდგენილია საიტზე Cardplayer.ge, რომელიც ფუნქციონირებს ქართულ და რუსულ ენაზე. წარმოადგენს ჟურნალ „Card Player“-ის და Card Player Media, LLC-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

საქმიანობა რედაქტირება

Card Player Georgia 2015 წლიდან აშუქებს პოკერის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. აქვს ყოველთვიური ჟურნალი და ყოველკვირეული გადაცემები. ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვს სხვადასხვა კონტენტი, მათ შორის 2016-2017 წლების World Series Of Poker-ის მთავარი ღონისძიებები, პოკერის სუპერვარსკვლავების ბიოგრაფიები, ვიდეო-გაკვეთილები. 2016 წლიდან სტარტს Card Player Georgia-ს და adjarabet.com-ის ერთობლივი ჩემპიონატი „ტურნირთა ლიგა“ იღებს. „ტურნირთა ლიგის“ გამარჯვებულები ჯილდოდ ფულს და მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების საგზურებს იღებენ. არის Cash Game Weekend-ის და Poker Trest Company-ს მედია პარტნიორი.

ჟურნალი რედაქტირება

ჟურნალის პირველი ნომერი 2015 წლის 1 ოქტომბერს გამოვიდა. დღეისთვის სულ გამოსულია 27 ნომერი[2].

გადაცემები რედაქტირება

Showdown რედაქტირება

2016 წლის 16 ივლისიდან Cardplayer.ge-ზე ყოველკვირეული გადაცემა Showdown გამოდის, რომელიც მსოფლიო და ქართული პოკერის მნიშვნელოვან ამბებს ეხმიანება. გადაცემა რამდენიმე ბლოკად არის დაყოფილი: „პრეფლოპი“, „პოკერის მასწავლებელი“, „ფიშის ნაამბობი“. გადაცემის უცვლელი წამყვანია გიორგი გძელიძე, რომლის

პერსონაჟი პოკერის მასწავლებელი ყოველკვირეულად პოკერის მოყვარულებს სათამაშო რჩევებს აძლევს. რუბრიკა „ფიშის ნაამბობი“ 2017 წლის ოქტომბრიდან შეიცვალა „ბლეფით“. Showdown 2017 წლის ნოემბრიდან სატელევიზიო არხ Setanta-ზე გადის.

Poker Face რედაქტირება

2017 წლის 18 მაისს საიტზე გამოქვეყნდა Poker Face-ის პირველი გადაცემა. გადაცემაში მოწვეული ცნობილი ადამიანები პოკერზე საუბრობენ. Poker Face-ის პირველი სტუმარი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი იყო.

პროფესია პოკერი რედაქტირება

2017 წლის 27 სექტემბერს Cardplayer.ge-ზე ქვეყნდება გადაცემა „პროფესია პოკერი“. მასში ქართველი პროფესიონალი მოთამაშეები პოკერზე საუბრობენ. გადაცემის პირველი სტუმარი არჩილ ოდიშარია იყო.

ტურნირთა ლიგა რედაქტირება

Card Player Georgia-ს და adjarabet.com-ის ერთობლივი პროექტი. პროექტის ფარგლებში მოთამაშეები აგროვებენ ტურნირთა ლიგის ლიდერბორდის ქულებს adjarabet.com-ის ტურნირებზე დაკავებული ადგილის, გადახდილი ბაი-ინის და მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად. აქცია დაყოფილია 52 ყოველკვირეულ, 12 ყოველთვიურ და ერთ - წლის ფინალურ ლიდერბორდად. კვირის გამარჯვებულები იღებენ ფულად თანხებს, თვის გამარჯვებულები რიგ შემთხვევებში იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების საგზურებს(WSOP Circuit Rozvadov, WSOP Circuit Bruxelles, WSOP Circuit Italy და ა.შ.). 2016 წლის საუკეთესო მოთამაშე ზურაბ Zurabi2 ბერაძე ლას-ვეგასში, World Series of Poker-ის მთავარ ღონისძიებაზე გაემგზავრა. 2017 წლის გამარჯვებული WSOP Circuit-ის საფრანგეთის, ჩეხეთის და იტალიის საგზურებს მიიღებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Showdown - Card Player Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-27. ციტირების თარიღი: 2017-11-27.
  2. ნოემბრის თვის ჟურნალი 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-03. ციტირების თარიღი: 2021-01-18.