Canon Inc.

(გადამისამართდა გვერდიდან Canon)

Canon Inc. (იაპონ. ?, ノ) ン) — იაპონური საინჟინრო კომპანია. ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ციფრული ტექნიკის სფეროში. 1937 წელს დაარსების დღიდან Canon-მა დაიკავა მყარე პოზიციები ფოტო, ვიდეო და IT სფეროებში. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოში (იაპონია).

Canon Inc.
キヤノン株式会社
ტიპი საზოგად.
დაფუძნდა 10 აგვისტო, 1937; 87 წლის წინ (1937-08-10) (როგორც Seikikōgaku kenkyūsho (精機光學研究所, Precision Optical Industry Co. Ltd.)
ტოკიო, იაპონია
სათავო ოფისი ოტა, ტოკიო, იაპონიის დროშა იაპონია
თანამშრომელი 197,673 (2017)[1]
საიტი http://global.canon/

კომპანიის ისტორია იწყება 1933 წელს დაარსებული ოპტიკური ლაბორატორიიდან. ეს ლაბორატორია მდებარეობდა ტაკიკავაიას შენობის მესამე სართულზე. ლაბორატორია გახსნეს ახალგაზრდებმა გორო იოშიდამ და საბურო უშიდამ. თავდაპირველად ლაბორატორიის მიზანი იყო გერმანულ ფოტოაპარატებზე (რომლებიც იმ პერიოდში საუკეთესოდ ითვლებოდნენ) არანაკლები ხარისხის ფოტოკამერის შექმნა. ამ კვლევების სპონსორი გახდა ტაკეში მიტარაი, რომელიც გახდა კომპანიის პირველი პრეზიდენტი. კომპანიამ სახელი ბუდისტური ღვთაების, კანონის პატივსაცემად მიიღო.

1934 წელს მათ შექმნეს პირველი იაპონური 35 მმ კამერა. რელიგიურმა იოშიდამ კამერას კვანონი დაარქვა. ჟურნალ „Asahi Camera“-ს ივნისის ნომერში იყო განთავსებული რეპორტაჟი კამერის შესახებ. ერთი წლის შემდეგ, 1935 წლის 26 ივნისს, უეშიდამ დაარეგესტრირა საქონლის ნიშანი და ლოგო „Canon“. განსხვავებით რელიგიური იოშიბასგან, უშიდას სურდა რომ კამერას უფრო ჟღერადი სახელი ჰქონოდა.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • მონღოლეთში ასლდაგადაღების საზოგადო სახელია „Canon“ და არა „Xerox“, როგორც უმრავლეს ქვეყნებში. მიზეზი ისაა, რომ იქ პირველად სწორედ ქენონის ფირმის ასლგადამღები აპარატები გავრცელდა[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Canon Historical Data (consolidated). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 9 February 2010.
  2. http://www.tema.ru/travel/mongolia-1
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Canon_Inc.&oldid=4242397“-დან