BT სერიის ტანკებისაბჭოთა სწრაფი საკავალერიო ტანკები, რომლებიც დიდი რაოდენობით 1932-1941 წლებში იწარმოებოდა. ისინი მსუბუქად იყვნენ შეჯავშნულები, თუმცა ეს ჯავშანი თავისი დროისთვის საკმაოდ ძლიერი იყო. მისი მეტსახელია „ბეტკა“, ხოლო მოფერებით „ბეტუშკას“ ეძახდნენ.

BT-7
ფაილი:Bt7 3.jpg
BT-7
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 13,9
ეკიპაჟი, კაცი 3 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1935—1940
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1935-1945
გამოშვების რაოდენობა 4,995
ძირითადი ოპერატორები საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2290
სიმაღლე, მმ 2417
ჯავშანი
კორპუსის შუბლი, მმ/გრად. მაქს.13მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 45მმ
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 85
ტყვიამფრქვევები 1—2 × 7,62-мм ДТ
მობილურობა
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 500
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 52
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 375

BT (რუსულად: БТ) ნიშნავს Bystrokhodny tank ანუ სწრაფ მავალი ტანკი.

BT-2 საბრძოლო დავალებისას

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც გამოვლინდა ტანკის ეფექტურობა ყველა ქვეყანამ დაიწყო ფიქრი, რომ შეექმნათ თავიანთი ტანკები, წინ ამერიკა გაიჭრა და შექმნეს ყველაზე მრავალფეროვანი და ძლიერი ტანკები თუმცა ამ დროს რუსეთში ძალიან მძიმე ვითარება იყო და არავინ ფიქრობდა ტანკის შექმნაზე თუმცა, რომც ეფიქრათ სახსრები არ ეყოფოდათ ხოლო მათ მიერ შექმნილი ტანკებმა ყველამ ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა ესპანეთის სამოქალაქო ომში ამიტომაც მათ მთლიანად ხელი ჩაიქნიეს ტანკების შექმნაზე.როცა ნაცისტურმა არმიამ დიდი სისწრაფით დაიწყო გაძლიერება და ყველა წამყვანი ქვეყანა უკან ჩამოიტოვა და ყველა ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან ნაცისტები შემოუტევდნენ საბჭოეთს სწორედ ამ მიზაზის გამო იოსებს სტალინი გამოსავალს ეძებდა და სასწრაფოდ ითხოვდა თავიანთი ტანკის შექმნას თუმცა, როდესაც ეს არ გამოუვიდა მან დაიწყო ამერიკელებთან მოლაპარაკებები, რომ დაეწყოთ ამერიკული ტანკის ლიცენზირებული ასლების შექმნა თუმცა ფული ვერანაირად ვერ ჰქოფნიდათ ამისთვისთვის კი მან გამოსავალს მიაკვლია და გაყიდა თითქმის ყველა უძვირფასესი ნახატი თუ ნივთი,სწორედ ამის შემდეგ შეაგროვა მან ფული მის საყიდლად და სასწრაფოდვე იყიდა ამერიკელ კონსტრუქტორ ვალტერ ჩრისტის მიერ შექმნილი ტანკი და დაიწყეს თავიანთ ქარხნებში წარმოება ჯერ BT-2 ის შემდეგ მოდერნიზებული BT-5 ის და ბოლოს BT-7ის.

პროდუქციის ისტორია

რედაქტირება
BT-5 სამთრის ომის დროს

1930 წელს საბჭოთა აგენტებმა ამტორგში გამართეს მოლაპარაკებები ამერიკელ დიპლომატებთან,მიზეზი კი ტანკების შესყიდვა იყო და შეისყიდეს 2 ჩრისტი ტანკი M1931, რომელიც მალევე საბჭოთა კავშირს გადაეცა თუმცა ამ ტანკებს ქვემეხები არ ჰქონდათ.ეს ტანკები მალევე გადაეცა ხარკოვის ქარხანას და უწოდეს ბტ რადგან ტანკის კლასიფიკაცია იყო სწრაფი ტანკი და ინგლისურად ითარგმნებოდა fast tank ანუ რუსულად ბისტრი ტანკ. BT-2 ის პირველი 2 პროტოტიპი 1931 წელს გამოვიდა ხოლო მასიურად 1932 წელს დაიწყო წარმოება და ეყენა 37მმ ქვემეხი თუმცა შემდეგ 3 ტყვიამფრქვევი დაუმატეს ეს კი იყო ბტ-2 ტიპის ტანკი,შემდეგ მოდელებს კი 45მმ ქვემეხები დაუყენეს და ასევე ფრონტალური ჯავშანი დახრილი ჰქონდა.

1937 წელს ახალმა საკონსტრუქტორო ჯგუფმა კოშკინის მეთაურობით დაიწყო ახალ ტანკზე მუშაობა, რომელიც იყო ბტ ტანკის მომავალი თაობა A-20 ცოლო შემდეგ გამოვიდა ბევრად უკეთესად შეიარაღებული და შეჯავშნული A-32,მომავალში მას T-34 ეწოდა და T-26 და BT ტანკები მან მთლიანად ჩაანაცვლა და საკმაოდ ეფექტურიც გამოდგა.

სულ გამოვიდა:

  • BT-2: 620
  • BT-5: 2,108
  • BT-7: 4,965
  • BT-7M: 790

საბრძოლო ისტორია

რედაქტირება

ეს ტანკი მეორე მსოფლიო ომამდეც გამოიყენებოდა, პირველად გამოიყენეს ესპანეთი სამოქალაქო ომში, რომელიც თავისი 45მმ ქვემეხი ადვილად ანადგურებდა იტალიურ ტანკეტკებს და ასევე გერმანულ მსუბუქ ტანკებს ასევე მოანაწილეობდა იოპონიასთან შეტაკებების დროს სადაც გამოიყენებოდა BT-5 და BT-7 ები თუმცა საბჭოთა მხარეს განადგურდა 500 ტანკი ხოლო იაპონიის 150. ასევე ზამთრის ომის დროს გამოიყენებოდა,მსუბუქად შეჯავშნული ბტ ტანკები ადვილად გასანადგურებლები იყვნენ ფინური ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებისგან კერძოდ ადვილად ანადგურებდა ფინური 37მმ ბოფორსი და 20მმ ლაჰტი, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში შორი მანძილიდან ანადგურებდნენ.

მეორე მსოფლიო ომში — BT-7 და BT-5 ომის დასაწყისში ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა და დიდი რაოდენობითვე ნადგურდებოდა თუმცა ომის ბოლოსთვის მისი გამოყენება ძალიან შემცირდა ხოლო ომის დასარულს კი მთლიანად ამოიღეს შეიარაღებიდან.ოპერაცია ბარბაროსას დროს ნათლად გამოჩნდა, რომ ეს მსუბუქი ტანკები ვერაფელს გახდებოდნენ გერმანულ პანზერების წინაშე,სწორედ ამ მიზეზით დაიწყო საშუალო T-34 — ის წარმოება, რომელშიც ბევრი დეტალი იყო გამოყენებული.

ასევე გამოიყენებოდა TTBT-5 TTBT-7 ტიპის ტელეტანკები, რომლებიც ქართველმა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ბექაურმა შექმნა.

ვარიანტები

რედაქტირება
  • BT-1 — ჩრისტის ვარიანტი
  • BT-2 1932 წლის მოდელი — M-5-400 ძრავა (დაკოპირებული იყო ამერიკულ ლიბერტიდან), სამ ნაირი ქვემეხიან მოდიფიკაცია არსებობდა: მხოლოდ 37 მმ ქვემეხით; 37 მმ ქვემეხი და 1 DT ტყვიამფრქვევი; შეწყვილებული DP ტყვიამფრქვევბით. 1932 ბოლოს გამოვიდა BT-3 ტიპის ტანკი, რომელსაც დამატებული მეტრული სისტემა ჰქონდა
  • BT-4 — შეცვლილი იყო წინიდან და ასევე ჰქონდა სავალი ნაწილები, მხოლოდ 3 პრტოტიპი გამოვიდა
  • BT-5 — შეცვლილი ჰქონდა კოშკურა და ჰქონდა 45მმ ქვემეხი
  • BT-5A — გადაკეთებული იყო თვითმავალ საარტილერიო დანადგარად და ჰქონდა 76,2მმ ქვემეხი
  • BT-5 ცეცხლმტყორცნი ვარიანტი — მხოლოდ პროტოტიპად დარჩა
  • PT-1A — შეცვლილი იყო შასი და შეეძლო ცურვა,ეს ვარიანტი მცირე რაოდენობით იწარმოა
  • BT-7 1935 წლის მოდელი — მცირედით შეიცვალა შასი ასევე დაუყენა ბი ემ დაბლიუს ძრავა
  • BT-7 1937 წლის მოდელი — ჰქონდა ახალი ქვემეხი და დახრილი ჯავშანი
  • BT-7TU — სამეთაურო ვარიანტი
  • BT-7A — გადაკეთებული იყო თვითმავალ საარტილერიო დანადგარად და ჰქონდა 76,2მმ ქვემეხი
  • OP-7 — ცეცხლმტყორცნი ვარიანტი, რომელსაც დამატებითი საწვავის ავზები ჰქონდა
  • BT-7M — V-2 ტიპის ძრავა დაუყენეს ასევე დამატებითი დტ ტყვიამფრქვევები და ასევე ერთი საზენიტო ტყვიამფრქვევი
  • BT-42ფინური თვითმავალი ქვემეხი, რომელიც შეიარაღებული იყო 114მმ ქვემეხი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება