BPMN - ბიზნეს პროცესების მოდელი და ნოტაცია
BPMN (ინგლ. Business Process Model and Notation, ბიზნეს პროცესების მოდელი და ნოტაცია) — ბიზნეს პროცესების მოდელირებისთვის გამოყენებულ პირობითი აღნიშვნების (notation) სისტემა, რომელიც შეიმუშავა Business Process Management Initiative-მა უახლესი ვერსია BPMN 2.0 (2.0.2), წინა ვერსია — 1.2.
აღწერა
რედაქტირებაBPMN მთავარი მიზანია, სტანდარტული სიმბოლოების გამოყენებით, შეიქმნას ბიზნეს პროცესის აღმწერი დიაგრამა, რომელიც გასაგები იქნება ყველა ბიზნეს-მომხმარებლისთვის. ბიზნესის მომხმარებლები არიან:
- ბიზნეს ანალიტიკოსები, რომლებიც ქმნიან და აუმჯობნესებენ ბიზნეს პროცესებს.
- ტექნიკური დეველოპერები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესების რეალიზებას
- მენეჯერები, რომლებიც მართავენ პროცესებს. შესაბამისად, BPMN წარმოადგენს ბიზნეს პროცესის დიზაინისა და უშუალოდ ბიზნეს-პროცესის დამაკავშირებელ რგოლს.
ელემენტები
რედაქტირებამოდელირება BPMN-ში ხორციელდება დიაგრამებით, რომლებშიც გამოიყენება გარკვეული რაოდენობის გრაფიკული ელემენტები. ასეთი ვიზუალიზაცია უადვილებს მომხმარებლებს ბიზნეს ლოგიკის გაგებას. არსებობს ელემენტების ოთხი ძირითადი კატეგორია:
- პროცესის ნაკადის ობიექტები (Flow objects): მოვლენები (Events), მოქმედებები (activities) და ლოგიკური ოპერატორები / განშტოება (gateways)
- მაკავშირებელი ობიექტები (Connecting objects): მომდევრობითი ნაკადი (Sequence flow), შეტყობინების ნაკადი (message flow) და ასოციაცია (association)
- როლი (Swim lanes): პული (Pool) და ბილიკი (lane)
- არტეფაქტები: მონაცემები, ჯგუფები, და ტექსტური ანოტაციები.
ელემენტების ეს ოთხი კატეგორია გვაძლევს მარტივი დიაგრამების ბიზნეს პროცესების შექმნის საშუალებას.
პროცესის ნაკადის ობიექტები და მაკავშირებელი ობიექტები
რედაქტირებანაკადის ობიექტების კონტროლი იყოფა სამ ძირითად ტიპად: მოვლენები (events), მოქმედება (საქმიანობა) და ლოგიკური ოპერატორები (გეითვეი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „BPMN - ბიზნეს პროცესების მოდელი და ნოტაცია“ ვიკისაწყობში.
- OMG BPMN Specification დაარქივებული 2018-02-12 საიტზე Wayback Machine.
- BPMN Tool Matrix
- BPMN Information Home Page დაარქივებული 2018-09-28 საიტზე Wayback Machine. OMG information page for BPMN.
- BPMN Quick Reference Guide დაარქივებული 2016-11-07 საიტზე Wayback Machine.