BMW 8 სერია
BMW-ს 8 სერია (ძარის ნომერი: E31) — BMW-ს მიერ E24 ბაზაზე შექმნილი გრან-ტურიზმო. გამოდიოდა 1989-1999 წლებში 8 ცილინდრიანი (V8) და 12 ცილინდრიანი (V12) ძრავებით. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო 6 სერიის მემკვიდრე, აღმოჩნდა სრულიად ახალი კონცეფცია BMW-ს წარმოებაში, რომელიც იყო უფრო მაღალი კლასის და სიმძლავრის მქონე ავტომობილი. საბაზრო ღირებულებაც შესაბამისად უფრო მეტი იყო ვიდრე 6 სერიის. მიუხედავად მისი მაღალი სიმძლავრისა სერიულ წარმოებაში ჰქონდა სიჩქარის ელექტრონული შეზღუდვა და ავითარებდა მაქსიმუმ 250 კმ/ს სიჩქარეს.
BMW 8 სერია (E31) | |
---|---|
მიმოხილვა | |
ტიპი | 2-კარიანი კუპე |
წარმოება | 1989–1999 |
გამომშვები ქვეყანა | გერმანია |
სხეული და შასი | |
კლასი | გრან-ტურიზმო |
ტრანსმისია | |
ძრავი |
4.0 ლ M60 V8 4.4 ლ M62 V8 5.0ლ M70 V12 5.4 ლ M73 V12 5.6ლ S70 V12 |
ზომები | |
სიგრძე | 4,780 მმ |
სიგანე | 1,854 მმ |
სიმაღლე | 1,341 მმ |
წონა |
1,830 კგ 1,975 კგ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Clube31
- BMW Club E31 NL დაარქივებული 2022-03-27 საიტზე Wayback Machine.
- 8er.org
- E31.net
- Pictures of BMW M8 დაარქივებული 2018-06-19 საიტზე Wayback Machine.