Alba gu bràth (შოტ.-გელ. Alba gu bràth [ˈal̪ˠapə kə ˈpɾaːx ალაპე გუ ბრაჰ] — „შოტლანდია ბოლო ჟამამდე“) — შოტლანდიურ-გელური გამოთქმა. გამოთქმის მთქმელი გამოხატავს საკუთარ ერთგულებას შოტლანდიის მიმართ. იდიომატურად ინგლისურ ენაზე ხშრად ითარგმნება, როგორც ინგლ. Scotland forever („შოტლანდია სამუდამოდ“), თუმცა gu bràth გელურ ენაზე ნიშავს „ბოლო ჟამამდე“ და გამოთქმის ზუსტი თარგმანი არის „შოტლანდია ბოლო ჟამამდე“.[1] აღნიშნულ იდიომატურ თარგმანს შეესაბამება ქართ. საქართველოს გაუმარჯოს. გამოთქმა ხშირად გამოიყენება, როგორც შოტლანდიის დამოუკიდებლობის კამპანიის სლოგანი. 1995 წლის მელ გიბსონის ფილმში „მამაცი გული“ უილიამ უოლესი გაუძღვება შოტლანდიელ მეომრებს სტირლინგის ხიდის ბრძოლაში ამ შეძახილით.