Adobe Animate (ყოფილი Adobe Flash Professional, Macromedia Flash და FutureSplash Animator) — მულტიმედიური და ანიმაციისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა[1].

Adobe Animate

Adobe Animate
ავტორი FutureWave Software
Macromedia
მწარმოებელი Adobe Inc.
ბოლო გამოშვება 2024 (24.0.0) / 10 ოქტომბერი, 2023; 13 თვის წინ (2023-10-10)
პროგრამირების ენა C++, ActionScript, JavaScript
ოს Windows 10 v20H2 და შემდგომი

macOS 11.7.7 Big Sur და შემდგომი

პლატფორმა x64
ენა ინგლისური
ჟანრი მულტიმედია
ლიცენზია საცდელი პროგრამული უზრუნველყოფა
საიტი adobe.com/products/animate.html

Animate შეიძლება გამოიყენებოდეს ვექტორული გამოსახულებების და ანიმაციის შესაქმნელად. მას იყენებენ ან იყენებდნენ სატელევიზიო გადაცემებში, ინტერნეტ-ვიდეოებში, საიტებზე, ვებ-აპლიკაციებში და ვიდეო თამაშებში. პროგრამას აგრეთვე აქვს რასტრული გრაფიკის, ტექსტის, აუდიოს და ვიდეოს ინტეგრირების, ისევე, როგორც ActionScript-ის მხარდაჭერა. პროგრამა გამოიყენება HTML5, WebGL, მასშტაბირებადი ვექტორული გრაფიკის (SVG) ფორმატის ანიმაციის და სპრაიტების, ისევე, როგორც მოძველებული Flash Player-ის (SWF) და Adobe AIR-ის ფორმატების ფაილების შესაქმნელად.[2]

პროგრამა პირველად 1996 წელს გამოჩნდა, როგორც FutureSplash Animator, მოგვიანებით კი, როდესაც Macromedia-მ შეიძინა, გახდა Macromedia Flash. იგი გამოიყენებოდა Adobe Flash-ის ფორმატის ვექტორული ანიმაციის და ინტერაქტიული შინაარსის შესაქმნელად. Adobe-ს მიერ შეძენის შემდეგ იგი თავდაპირველად Adobe Flash Professional, შემდეგ კი, 2016 წელს, Adobe Animate გახდა.[2][3][4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Adobe_Animate&oldid=4606464“-დან