Adaptive Compliant Trailing Edge (ACTE) (ინგლ. ფრთის მოქნილი უკანა ნაწიბური) — სამეცნიერო-კვლევითი პროექტი დეფორმირებადი ფრთაუკანების შესაქმნელად. უნაკერო მოქნილი ზედაპირის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს საჰაერო ხომალდის საფრენოსნო მახასიათებლები. კერძოდ, ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის 4–12%-ით და აფრენა-დაფრენისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემცირებას 40%-ით. ACTE პროექტი ნასა-ს და აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ახალი ადაპტური ფრთის საჰაერო გამოცდა მოდიფიცირებულ ბიზნეს-კლასის თვითმფრინავზე Gulfstream III [1]

საცდელი თვითმფრინავი ACTE ფრთაუკანებით. ფოტოზეა ფრთაუკანების 20 გრადუსიანი დახრა.

ACTE ფრთაუკანები, დრეკადი მასალის გამოყენების წყალობით, ხურავენ ტრადიციულ ფრთაუკანებსა და ფრთას შორის არსებულ ღიობებს და ქმნიან ერთიან ღუნვად ზედაპირს. აშშ-ის საჰაერო ძალების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ბიზნეს-კლასის თვითმფრინავი Gulfstream III აღიჭურვა კომპანია FlexSys-ის მოქნილი ფრთაუკანებით და გადის საჰაერო გამოცდას 2014 წლის 7 ნოემბრიდან. კომპანია FlexSys დაარსდა პროფესორ შრიდჰარ კოტას მიერ 2000 წელს და იგი მომართულია საჰაერო ხომალდის დრეკადი ფრთის კონცეპტის შესაქმნელად. აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ აშშ-ის საჰაერო ძალებისგან 40 მლნ დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარება მიიღო ინავაციური სამეცნიერო-კვლევითი მცირე ბიზნესის პროგრამის ფარგლებში. [2]

მოქნილი უნაკერო ზედაპირი შექმნილია კომბინირებული მასალებისგან, რომლებიც გამოიყენება აეროკოსმოსურ დარგში, მათ შორის ალუმინი, ტიტანი, ბოჭკოვან-არმირებული პოლიმერული კომპოზიტები. ხისტი მაგრამ ელასტიური ACTE ადაპტური ფრთის უკანა ნაწიბურის სიგრძე 4,3 მეტრია და ორი მარტივი ამძრავის საშუალებით შეუძლია იმოძრაოს ზევით და ქვევით აირის შემხვედრ ნაკადში.

  1. NASA tests shape-changing aircraft wing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-03. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  2. NASA website. NASA Tests Revolutionary Shape Changing Aircraft Flap for the First Time