Action Max
Action Max — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Worlds of Wonder-ის მიერ 1987 წელს.[1] Action Max-ის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა კონსოლებისგან იყო, ის რომ ის სათამაშო კარტრიჯის ნაცვლად გამოიყენებდა VHS ვიდეო კასეტას. აშშ-ის გარეთ გამოიცა შეზღუდული რაოდენობით.
Action Max | |
---|---|
Action Max სინათლის პისტოლეტთან ერთად | |
შემქმნელი | Worlds of Wonder |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1987 |
თავდაპირველი ფასი | 99 აშშ დოლარი[1] |
მედია | VHS ფირი |
პროცესორი | HD401010 |
კონტროლერის შეტანა | სინათლის პისტოლეტი |
კონსოლზე VHS ვიდეო კასეტის გასაშვებად აუცილებელი იყო ვიდეომაგნიტაფონის ქონაც, რადგანაც თავად კონსოლს არ ჰქონდა ვიდეო კასეტის ჩასადები ბუდე და ტელევიზორს უკავშირდებოდა ვიდეომაგნიტაფონით.[2] მას არ გააჩნდა ჯოისტიკის ან გეიმპადის მსგავსი შეყვანის მოწყობილობა და ძირითად კონტროლერად გამოიყენებდა სინათლის პისტოლეტს. ის მოიხმარდა HD401010-ის ცენტრალურ პროცესორს.
კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად ღარიბი აღმოჩნდა, საერთო ჯამში გამოვიდა 5 ერთეული: „38 Ambush Alley“, „Blue Thunder“, „Hydrosub: 2021“, „The Rescue of Pops Ghostly“, „Sonic Fury“, რომელთაგანაც ყველა შუტერის ჟანრის იყო და ყველას ერთნაირი გეიმპლეი ახასიათებდა. ამ ფაქტმა განაპირობა მისი ბაზარზე წარუმატებლობა.[3] გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ კომპანია Worlds of Wonder გაკოტრდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Action Max დაარქივებული 2017-09-30 საიტზე Wayback Machine. Wikia-ზე
- Action Max-ის თამაშები
- Action Max-ის ემულატორი
- Action Max დაარქივებული 2011-03-22 საიტზე Wayback Machine. OLD-COMPUTERS.COM-ზე
- Action Max ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Action Max. old-computers.com (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-25. ციტირების თარიღი: 2017-12-01.
- ↑ Worlds of Wonder Action Max. videogameconsolelibrary.com.
- ↑ Plunkett, Luke. (28 მარტი, 2011) Only In The 80's Would They Put Video Games On A VHS Tape. Kotaku. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2015.