ASAIF (ASAIF - აზერბაიჯანელი სტუდენტები და კურსდამთავრებულთა საერთაშორისო ფორუმი) — საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ასოციაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

ორგანიზაციის ლოგო

2010 წლის 24 სექტემბერს ორგანიზაცია დარეგისტრირდა, როგორც საზოგადოებრივი ასოციაცია

ორგანიზაციის დირექტორთა საბჭო წარმოდგენილია 18 ქვეყანაში, პარლამენტის წევრები წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. ორგანიზაციისთვის ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ აზერბაიჯანის საერთაშორისო არენაზე წარდგენისთვის.

ASAIF-ის რიგებში არიან ახალგაზრდა ექიმები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები, ფსიქოლოგები, იურისტები, გენეტიკოსები, ადვოკატები, მათემატიკოსები, ბიოლოგები, ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის კიდევ მრავალი ახალგაზრდა წარმომადგენელი. ამ ახალგაზრდებმა  მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლება მიიღეს და მათი უმეტესობა აგრძელებს სწავლას.

ASAIF-ში მთავარ მიმართულებად ლობირება და დიასპორული საქმიანობა ითვლება. ორაგანიზაცია მიიჩნევს, რომ ლობისტური საქმიანობის ძირითადი სფეროებია მთიანი ყარაბაღის პრობლემა, აზერბაიჯანული კულტურა, ისტორია, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ევროპული ენერგორესურსების როლი რეგიონში და ტურისტული შესაძლებლობების განვითარება.

ASAIF-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაეხმაროს უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ღირსეული სამუშაოს პოვნაში.

რესურები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ASAIF&oldid=4674745“-დან