A3 (ხორვატია)
ავტომაგისტრალი ხორვატიაში
A3 (ხორ. Autocesta A3) — ავტომაგისტრალი ხორვატიაში. ის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ავტომაგისტრალია, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიას კვეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, სლოვენიის საზღვრიდან სერბეთის საზღვრამდე. ერთმანეთთან აკავშირებს ზაგრებსა და სლავონიას. მარშრუტის საერთო სიგრძე 306.5 კილომეტრია.