A-GPS (ინგლ. Assisted GPS) — ტექნოლოგია, რომლითაც ხდება „ცივი სტარტის“ დაჩქარება GPS მოწყობილობაში. დაჩქარება წარმოებს მოწყობილობაში არსებული კავშირის ალტერნატიული არხების ხარჯზე. ხშირად გამოიყენება იმ ფიჭურ მოწყობილობებში რომლებთაც აქვთ GPS მიმღები. A-GPS-ის ალგორითმებისათვის საჭიროა რომ არსებობდეს კავშირი დაშორებულ სერვერთან, რომლისაგანაც მოწყობილობა მიიღებდა სათანადო ინფორმაციას. მობილური მოწყობილობებისათვის ეს შესაძლოა იყოს ან ფიჭური კავშირგაბმულობის საშუალებით არსებული მობილური ინტერნეტ კავშირი ან Wi-Fi. A-GPS ხშირად ეშლებათ LBS-ში.

A-GPS-ის მუშაობის სქემა

პირველად აღნიშნული იდეა გაუჩნდათ ინჟინერებს ჯიმი სენოტსა და რალფ ტეილორს, რომლებმაც იდეა დააპატენტეს 1981 წელს. კერძოდ მათ წარმოადგინეს იდეა რომ თანამგზავრულ ნავიგაციას მხარდაჭერა გეწეოდა მიწისზედა სადგურების დახმარებითაც.[1] აღნიშული ტექნოლოგიის ერთ-ერთი მწარმოებელი იყო SnapTrack-ის კომპანია. სისტემა მოქმედებაში გაეშვა 2001 წლის 1 ოქტომბერს ამერიკაში სამაშველო სამსახურის — 911 ქსელით.[2]

GPS-ისა და A-GPS-ის შედარება

რედაქტირება

დღესდღეობით A-GPS-ის ტექნოლოგია გამოიყენება ისეთ მოწყობილობებში, რომლებსაც აქვთ ფიჭური კავშირის მხარდაჭერა (მობილურები, სმარტფონები) და ასევე რომელათაც აქვთ მხოლოდ Wi-Fi სერვისების (პლანშეტები, ლეპტოპები, ნეთბუკები) შესაძლებლობა. შესაბამისად უკანასკნელში გაცილებით არადამაკმაყოფილებელია A-GPS ტექნოლოგიების სერვისი.

ჩვეულებრივი GPS გამოყენებისას თავს იჩენს შემდეგი პრობლემები:

  • GPS სისტემაში, ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენის პირველი მცდელობა ითხოვს გაცილებით მეტ დროს ვიდრე ყოველი შემდგომი (თუ მოწყობილობა არ იყო ჩართული ბოლო 2 საათი მას ინფორმაციის აღსადგენად დასჭირდება 30 წამი). იმისდა მიხედვით თუ რამდენად დიდი დროა გასული მონაცემების ბოლო განახლებიდან განასხვავებენ „ცივ“, „თბილ“ და „ცხელ“ სტარტს.[3]
  • ქალაქის პირობებში GPS მოწყობილობების მოქმედება ძლიერ შეზღუდულია, ხოლო დახურულ შენობებსა და გვირაბებში საერთოდ შეუძლებელი.

A-GPS ტექნოლოგიის სიზუსტე დამოკიდებულია მის ირგვლივ არსებულ ინფორმაციის საბაზო სადგურების სიმჭიდროვეზე. ქალაქის პირობებში სიზუსტე 20-500 მეტრის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა ქალაქგარეთ ის 1500-2000 მეტრს შეიძლება აღწევდეს.

GPS მოწყობილობაში ინფორმაციის განსაახლებლად მოწყობილობას სჭირდება დაახლოებით 1 წამი, ასევე იზრდება A-GPS მიმღების მგრძნობელობა[4].

  • On-line — ძირითადი რეჟიმი. ინფორმაცია გროვდება როგორც თანამგზავრებიდან ისე მიწისზედა ყველა სადგურიდან.
  • Off-line — დამატებითი რეჟიმი. აჩქარებს GPS მოწყობილობის „ცივ“ და „თბილ“ სტარტს.
დადებითი მხარე

A-GPS-ს გააჩნია რიგი განსხვავებები სტანდარტული GPS-გან, რომლითაც იხსნება მისი უპირატესობები. ყველაზე მთავარი ესაა კოორდინატების სწრაფი დადგენა მოწყობილობის ჩართვისას[5]. ასევე მის უპირატესობას წარმოადგენს „მკვდარ ზონებში“ (გვირაბები, ქალაქის ვიწრო ქუჩები, შენობები, ბურანი ტყე) სუსტი სიგნალების გაძლიერება.

უარყოფითი მხარე

A-GPS არ მუშაობს ფიჭური კავშირგაბმულობისთვის მიუწვდენელ ზონაში.

A-GPS-ის მოდულები სტარტისას იყენებენ მცირე ტრაფიკს (5-7 კბ); სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში როგორც წესი საჭიროაგანმეორებითი სინქრონიზაცია, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან განსაკუთრებით მაშინ როდესაც იმყოფებით როუმინგში.

A-GPS GPS
მონაცემების მიღების საშუალებები
  • თანამგზავრული ნავიგაცია
  • ფიჭური კავშირგაბმულობა
  • Wi-Fi
  • თანამგზავრული ნავიგაცია
დრო „ცივი“, „თბილი“ და „ცხელი“ სტარტისთვის
  • 1 წმ-მდე
  • 30 წმ-მდე
მიღებული მონაცემების სიზუსტე
  • ქალაქის პირობებში 20-500 მეტრის ფარგლებში
  • ქალაქგარეთ 1500-2000 მეტრის ფარგლებში
  • 0-1 მეტრის ფარგლებში
მოქმედების არეალი
  • ქალაქის ნებისმიერი ადგილი, სადაც GPS მოწყობილობა ხვდება ფიჭური კავშირგაბმულობისა და Wi-Fi დაფარვის ზონაში.
  • ღია სივრცე, როდესაც GPS მოწყობილობას აქვს საშუალება „უყურებდეს“ ღია ცას.
მკვდარი ზონები
  • ფიჭური კავშირგაბმულობისა და Wi-Fi დაფარვის ზონაში არ ყოფნის გამო, ძნელად ხდება თანამგზავრიდან მიღებული გასაძლიერებელი სიგნალის აღქმა, და ქრება დახურულ სივრცეებში ყოფნის და მოღრუბლული ამინდის პირობებში.
  • დახურულ სივრცეებში (გვირაბები, ქალაქის ვიწრო ქუჩები, შენობები, უღრანი ტყე) შეუძლებელია თანამგზავრიდან, მიღებული სიგნალის მიღება, რადგანაც აუცილებელი პირობაა რომ GPS მიმღები უნდა ხედავდეს ცას.
ფინანსური დანახარჯები
  • GPS მოწყობილობას მონაცემთა მიღებისას, ხარჯებს ადგილი აქვს, როცა ხდება მობილური ინტერნეტით სარგებლობა. აღნიშნული შესამჩნევლად იზრდება როცა ჩართულია როუმინგი.
  • GPS მოწყობილობით მონაცემთა მიღებას არ სჭირდება არანაირი დამატებითი დანახარჯი. ნებისმიერი მიღებული მონაცემი უფასოა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Вадим Алексеев, Андрей Лексин:«Навигация без границ» დაარქივებული 2016-08-19 საიტზე Wayback Machine. . «Мир связи», 2.2005
  2. Игорь Сколотнев:«Позиционирование мобильных телефонов». «Сотовик», 06.11.2000
  3. Nix.ru: «Что такое „холодный“, „теплый“ и „горячий“ старт GPS-приёмника». FAQ, 9.12.2013
  4. თარგი:Книга
  5. Андрей Анканов: «Мобильники стали точнее» დაარქივებული 2018-02-21 საიტზე Wayback Machine. . Gazeta.ru, 17.05.2007
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=A-GPS&oldid=4340496“-დან