0.999... (ასევე აღნიშნება როგორც 0. 9 ¯ , 0. 9 ˙ {\displaystyle 0.{\bar {9}},0.{\dot {9}}} ან 0. ( 9 ) {\displaystyle \ 0.(9)} ) — მათემატიკაში უსასრულო ათწილადია რომელიც ზუსტად ერთის ტოლია. სხვა სიტყვებით, სიმბოლოები '0.999...' და '1' ერთი და იმავე ნამდვილ რიცხვს ასახავს. მათემატიკოსები ამ ტოლობას რამდენიმე მეთოდით ამტკიცებენ.